უკან

საზოგადოება

16 აგვისტო, 2017 14:14
font-size

ირაკლი პეტრიაშვილის ჯგუფმა რკინიგზელები შეცდომაში შეიყვანა - დაჩი ცაგურია

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დაჩი ცაგურია რკინიგზელთა შიმშილობას გამოეხმაურა. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა.

„ეს ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილები პეტრიაშვილის ჯგუფის მიერ, რომლებიც მუდმივად სიცრუეს ავრცელებენ. ეს ადამიანები არ არიან რკინიგზელთა ინტერესებზე ორიენტირებული, ისინი რკინიგზელთა ფულით აფინანსებდნენ ყოველთვიურად ირაკლი პეტრიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ ამას ვხედავდით. ირაკლი პეტრიაშვილმა ერთი პროცენტიც კი ვერ მოაგროვა. ის არის გაკოტრებული პოლიტიკოსი და შანსი არა აქვს და არც არასოდეს ექნება“, - განაცხადა ცაგურიამ.

ცაგურიას მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ, პეტრიაშვილი და პროფკავშირები ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას.

დაჩი ცაგურიამ სიცრუე უწოდა რკინიგზელთა განცხადებას, რომ ისინი არ არიან უზრუნველყოფილი საცხოვრებელი პირობებითა და ტრანსპორტით. ის მოშიმშილეებს სამსახურში დაბრუნებისაკენ მოუწოდებს.

„ეს ადამიანები იმავე ხელფასით არიან გადაყვანილები ახალ სამუშაო ადგილზე. განცხადებები, თითქოს ამ ადამიანებს საცხოვრებლითა და ტრანსპორტით არ უზრუნველვყოფდით, არის სიცრუე. მივმართავ თხოვნით, რომ რაც შეიძლება მალე გამოცხადნენ, ვინაიდან საკმაოდ საპასუხიმგებლო საქმე აკისრიათ. მათ უნდა შეასრულონ ლიანდაგის შემოწმება, რადგან იქ ტვირთთან ერთად სამგზავრო მატარებელი დადის. ვთხოვ, რომ კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, დროულად გამოცხადდნენ სამსახურში, რადგან ჩვენ უკვე იძულებული ვიქნებით, რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ. მოვუწოდებ, რომ ნუ აყვებიან პეტრიაშვილის პროვოკაციებს, რადგან პეტრიაშვილი თავის გრანტებს და რკინიგზელების ფულს ისევ წაიღებს და იმ თავის სქელ ქონს კიდევ უფრო მეტად გაისქელებს", - განაცხადა ცაგურიამ.

საქართველოს რკინიგზის შენობასთან „საქართველოს რკინიგზის“ ორმა თანამშრომელმა შიმშილობა გუშინ დაიწყო. ისინი გურჯაანიდან სადახლოს განყოფილებაში გადაყვანას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისინი 25 ივლისს კახეთიდან თბილისში დაიბარეს და ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც მიღებულია გადაწყვეტილება კახეთის რეგიონალური სამსახურისთვის სახელის შეცლის შესახებ, რომ ის უნდა გაფართოვდეს და ეწოდოს „სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონი“. რკინიგზელები ძველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას ითხოვენ, ან მარნეულის სალიანდაგო ცენტრში ნორმალური საცხოვრებელი და სამუშაო პირობების შექმნას.

გუშინ აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალებას სამართალდამცავებმა არ მისცეს.

შიმშილობის აქცია რკინიგზის მენეჯმენტი გამოეხმაურა და საპროტესტო აქცია „გარე ძალების ჩართულობად“ შეაფასა.


Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი