უკან

კომენტარი

21 ოქტომბერი, 2016 16:45
font-size

კი არ უნდა ვიძახოთ, რომ ოკუპანტიაო, მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ - ნინო ბურჯანაძე

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ, მე არაფერი ახალი არ მომისმენია, - ასე შეაფასა ,,დემოკრატიული მოძრაობის’’ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, გრიგორი კარასინის შეხვედრა.

“ის, რომ გაგრძელდება საუბრები, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი განცხადებაა. რაც შეეხება ვიზების გამარტივებას, აქ ლაპარაკი არის საჰაერო მიმოსვლის ეკიპაჟების ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით და ამაზე ხაზის გასმა ცოტა უხერხულიც კი მგონია. მე ვიზებთან დაკავშირებით ვსაუბრობდი იმაზე, რომ არსებობდა რეალური შანსი, არა მხოლოდ გამარტივებულიყო სავიზო რეჟიმი, არამედ საერთოდ გაუქმებულიყო ვიზები საქართველოს მოსახლეობისთვის, მით უფრო, რომ შარშანდელი ჩემი ვიზიტის შემდეგ ზაფხულში პუტინმა გააკეთა განცხადება სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით“, _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

,,დემოკრატიული მოძრაობის’’ ლიდერი მიესალმება თბილისში რუსი ბიზნესმენების მონაწილეობით ბიზნეს ფორუმის ჩატარებას.

„ბიზნეს კონტაქტები ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ სრულიად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ამ განცხადებამაც მე ძალიან ნათლად დამანახა, საუბარია მეორად თემებზე, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უმთავრესი. საუბარი არ არის სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე, სწორედ იმ თემებზე, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ უმაღლესი დონის დიალოგის არსებობის შემთხვევაში, ხოლო უმაღლეს დონეზე დიალოგის კვალიფიციურად წარმართვის შემძლე პირს მე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში ვერ ვხედავ,“ - აღნიშნავს ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან მოხდეს პოლიტიკურ სფეროებში გარღვევა, თუ არ გვინდა, რომ რუსეთი იყოს ოკუპანტი ქვეყანა.

„კი არ უნდა ვიძახოთ რომ ოკუპანტიაო, მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები მოგვარდეს. სხვათა შორის არაოკუპანტობის მთავარი განმსაზღვრელი იყო და არის რუსული ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, რომელზეც არავინ, ნინო ბურჯანაძის გარდა, არ საუბრობდა წინასაარჩევნოდაც კი. უბლოკო სტატუსი იყო ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთთან დაწყებულიყო მოლაპარაკება რუსული ჯარის საქართველოდან გაყვანასთან დაკავშირებით, ოღონდ არცერთ პოლიტიკურ ძალას ამასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადები არ ჰქონდა და საუბარიც რომ დაიწყონ, მიღწევას ალბათ მაინც ვერ შეძლებენ, რაც სამწუხაროა,“- აცხადებს ნინო ბურჯანაძე, რომლის კომენტარსაც ,,დემოკრატიული მოძრაობის’’ პრესსამსახური ავრცელებს.

ნინო ექვთიმიშვილი

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს - ფადი ასლი

15 თებერვალი, 2019 , 15:40

„ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში,“- ეს განცხადება, „კურიერთან“ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გააკე

თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - გიგი უგულავა

15 თებერვალი, 2019 , 13:35

ეს მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილებაა. მას შეიძლება, ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თბილისი

ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა - გიორგი ქობულია “თიბისი ბანკის” საქმეზე

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან. „სამართალდამცა

K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - გიორგი ტყემალაძე

15 თებერვალი, 2019 , 13:05

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს. გიორგი ტყემალაძის შეფასებით, თბილისის

ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ, ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება - გიორგი გახარია

15 თებერვალი, 2019 , 12:29

„თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტ

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას - მამუკა ხაზარაძე

15 თებერვალი, 2019 , 10:10

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება მამუკა ხაზარაძე და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: "მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარე