უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მაისი, 2024 15:51
font-size

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე დაწყებული გამოძიების დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ.

"კაციტაძეს მივმართავ, დროა გამოვიდეს და წარუდგინოს საზოგადოებას ანგარიში, რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა 2 მაისს აქციაზე დაზიანებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით.

მოვითხოვთ ჩაატაროს საჯარო ბრიფინგი და გასცეს შეკითხვებს პასუხი, შედგა თუ არა თითოეულზე დაკავების ოქმი, რომელი ქვედანაყოფი იდგა შესაბამის ადგილებში და ვინ იყო ხელმძღვანელი და ვინ იყვნენ შემადგენლობის წევრები სახელებით და გვარებით, როგორც სპეცრაზმიდან, ასევე პოლიციიდან ვინ და რა დროს გამოიძახა სასწრაფო დახმარება დაზარალებულების გადასაყვანად, რომელმა ეკიპაჟმა გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში და გაფორმდა თუ არა შესაბამისი დოკუმენტაცია. გამოვიდეს კოკა კაციტაძე და აცნობოს საზოგადოებას, რომელ ქეისზე რა დოკუმენტია მისთვის წარდგენილი, რადგან ისინი აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია გამოძიება თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით - განაცხადა თამარ კორძაიამ საგანგებო ბრიფინგზე.

ხატია დეკანოიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციების დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო“.

„მე და თამარ კორძაია, ასევე ჩვენი გუნდი, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმ ფაქტების შეგროვებაზე, რომელიც ვიხილეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროტესტის მიმდინარეობისას, რომელიც ძირითადად უკავშირდება ძალადობას ადამიანებზე, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციების დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა, ხშირ შემთხვევაში გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა. მიმდინარე აქციების დაშლისას, საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს, ჟურნალისტებს. განსაკუთრებით სასტიკად ნაცემია რამდენიმე ადამიანი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელები მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმებში ქაჩავდა, წაქცეულებზე წიხლებით დგებოდნენ. დაფიქსირდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ყველა ეს ფაქტი გვაქვს მოპოვებული და შეკრებილი, რასაც გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში. ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 17:14

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. „დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს და

წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12 დეკემბერი, 2025 , 16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12 დეკემბერი, 2025 , 12:30

SOLO-ს და Mastercard-ის ტრადიციად ქცეული საახალწლო კინოჩვენებები გრძელდება. 10 იანვარს, უყურეთ Disney-ს ლეგენდარულ ანიმაციურ ფილმს - „მეფე ლომს“, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულების თ

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

11 დეკემბერი, 2025 , 19:03

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმარ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

11 დეკემბერი, 2025 , 16:41

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათ შორის, უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი ს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო

11 დეკემბერი, 2025 , 16:32

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშ