უახლესი ამბები
- 28.01.2021 17:57მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:49დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
- 28.01.2021 17:35პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
- 28.01.2021 17:35პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა
- 28.01.2021 17:35`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა
- 28.01.2021 17:15სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი - ალეკო ელისაშვილი
- 28.01.2021 17:09კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
- 28.01.2021 16:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა
- 28.01.2021 16:45ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში ისევ გადაიდო
არქივი
საზოგადოება


საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, 70 წელს ზემოთ ადამიანები მაქსიმალურად დარჩნენ სახლში, ხოლო კომპანიებმა მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციურ შრომაზე - გიორგი გახარია
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელიც დაიწყება 28 ნოემბერს და დასრულდება 1-ელ თებერვალს; ეს გეგმა მოიცავს დეკემბერს და იანვარს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს შეზღუდვა იქნება დროებითი და საქართველოს მთავრობის სპეციალური მეოთხე ეტაპის პროგრამა, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული სოციალური დახმარებისა, ითვალისწინებს მათ შორის ამ კონკრეტულ შეზღუდვებსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დახმარების გეგმა ითვალისწინებს სისტემურ ეკონომიკურ კრიზისსაც, რომელიც 2021 წელს გაგრძელდება.
„28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის 8 დიდ ქალაქში, ესენია - თბილისი, თელავი, ბათუმის, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი, ყველა სახის ბაზრობა და სავაჭრო ობიექტი გადადის დისტანციურ მუშაობაზე, შეჩერდება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს არის ის ძირითადი შეზღუდვები, რომელიც წესდება. მსგავსი შეზღუდვები იანვარშიც, რაღაც პერიოდი გვექნება. ამ პერიოდში მუშაობას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აგრძელებენ აგრარული ბაზრები, სურსათის მაღაზიები, ზოომაღაზიები, ჰიგიენური საშუალებების მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ყველა სახის სამრეწველო წარმოება, მშენებლობა და ყველა სახის სისტემური ორგანიზაცია, როგორიცაა წყლის, დენის გაზის მომარაგება. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ საცალო ვაჭრობას. სამედიცინო სექტორი სრულად აგრძელებს მუშაობას და მუშაობას აგრძელებენ სილამაზის სალონებიც.
ამ პერიოდისთვის და თებერვლის ბოლომდე, საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ვეცადოთ, 70 წელს ზემოთ ადამიანები მაქსიმალურად დავტოვოთ სახლში, ეს არის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავცემთ მკაცრ რეკომენდაციას, ყველა კომპანიამ, მაქსიმალურად გადაიყვანოს თანამშრომლები დისტანციურ შრომაზე. საჯარო მოხელეების 80% ამ პერიოდში გადასული იქნება დისტანციურ მუშაობაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ახალი შეზღუდვების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საკოორდიანციო საბჭომ დღეს გაავრცელა. რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება
28 იანვარი, 2021 , 17:57

`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება
28 იანვარი, 2021 , 17:35

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა
28 იანვარი, 2021 , 17:15
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
28 იანვარი, 2021 , 17:09

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას ააქტიურებს
28 იანვარი, 2021 , 16:45

„აზერბაიჯანელებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან თანამედროვე საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყეს“
28 იანვარი, 2021 , 15:15