უახლესი ამბები
- 18.01.2021 10:55ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
- 18.01.2021 10:55პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
- 18.01.2021 10:38ანონსი - 18.01.21
- 18.01.2021 10:20დღის კალენდარი _ 18 იანვარი
არქივი
ეკონომიკა


“ Standard & Poors“-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა - გიორგი ქობულია
“საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ “S&P“(Standard & Poors) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურამდე, ხოლო რეიტინგი დაადასტურა კვლავ „BB- „- ის დონეზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ეს გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ რეიტინგის ზრდა ძალიან ახლო პერსპექტივაა და 2019 წლის ნოემბერში, როდესაც “S&P“-ი მორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს, შესაძლებელია საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაიზარდოს.
ამის შესახებ „მედიანიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
მათი ცნობით, აღსანიშნავია, რომ ამ სააგენტოს საქართველოსთვის 2011 წლის ნოემბრის შემდეგ არც რეიტინგი შეუცვლია და არც - პერსპექტივა. სარეიტინგო კომპანია „S&P“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებისა და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესების, მაგალითად ექსპორტისა და სავალუტო რეზერვების ზრდის შემთხვევაში, სარეიტინგო კომპანია მზადაა გაზარდოს საქართველოს სუვერენული რეიტინგი.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, “S&P“-ის პოზიტიური შეფასება დაკავშირებულია იმასთან, რომ „სააგენტოში დაინახეს საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში მიმდინარე რეცესიისგან დამოუკიდებლად, აგრეთვე, აღნიშნეს ძალიან გააზრებული რეფორმების პროგრამა, წარმატებული და გამართული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის მთავარი მოწყვლადობა საგარეო თვალსაზრისით კვლავ ხაზგასმულია“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს ძირითად სავაჭრო ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი და ევროკავშირის სახელმწიფოები, მოსალოდნელია რეცესიის პროცესის გაგრძელება, ამიტომ “S&P“-ში განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ გაიზრდება ჩვენი საექსპორტო მიმართულება, ამიტომ ჩვენთვის ექსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სარეიტინგო კომპანიის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წელს რეგიონის სხვა ქვეყნების ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე
16 იანვარი, 2021 , 15:15

უსაფრთხო ქსელების ხაზებში საქართველოს გაერთიანება კერძო სექტორისთვის იქნება სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციებისთვის - ქით ქროქი
15 იანვარი, 2021 , 14:10

დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 15.9 პროცენტით გაიზარდა
15 იანვარი, 2021 , 13:03

კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
14 იანვარი, 2021 , 16:55

რომელ დარგებს დაუსუბსიდირდებათ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი
13 იანვარი, 2021 , 14:10

ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება ექვსი თვით გახანგრძლივდა
9 იანვარი, 2021 , 15:20