უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მაისი, 2024 12:41
font-size

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ასევე, ისაუბრეს ელიმინაციის სტრატეგიის ასპექტებზე, გადაცემის პრევენციის გზებზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე.

როგორც, შეხვედრაზე, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა. ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, მკვეთრად არის შემცირებული.

აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონა და საქართველოს წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება.

თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროს სახელით, ცენტრის წარმომადგენლებს, ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით, საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია `იმედი` დატოვა

18 ივნისი, 2024 , 16:11

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "მედიაჩეკერს" თავად წამყვანმა დაუდასტურა. ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმ

თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია `იმედი` დატოვა

18 ივნისი, 2024 , 16:11

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "მედიაჩეკერს" თავად წამყვანმა დაუდასტურა. ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმ

საქართველოს სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

18 ივნისი, 2024 , 15:23

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით არჩევნების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო სახალხო დამცველის მანდატისა და არჩევნებთან დაკავშირებული ს

სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის - „ჯივიპი“

18 ივნისი, 2024 , 12:56

„ჯივიპი“ სათავე ნაგებობებზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სასმელი წყლის ხარისხი ქალაქის

„ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა” - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს

18 ივნისი, 2024 , 12:00

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია „მთავრის“ მიერ მომზადებული სიუჟეტით გავრცელდა დეზინფორმაციული გ

21 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

18 ივნისი, 2024 , 10:19

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში მოსალოდნელია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი