უკან
ეკონომიკა
13 დეკემბერი, 2019 17:30
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8647 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8647 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8661 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2024 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1900 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.