უკან
საზოგადოება
10 ოქტომბერი, 2018 16:20
1 იანვრიდან ასაკობრივი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 0-დან 18 წლამდე შშმ პირთა პენსია გაიზრდება
2019 წლის 1 იანვრიდან გაიზრდება როგორც ასაკობრივი, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 0-დან 18 წლამდე შშმ პირთა პენსია.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპენსიო თანხის 20 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება უკვე ასახულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს.
ფინანსურ დოკუმენტს გიორგი კაკაურიძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს აცნობს.