უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მაისი, 2025 17:06
font-size

1 ივნისისთვის ბიზნესები საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით სპეციალური შეთავაზების შექმნას შეძლებენ

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი, შესაძლებლობას აძლევბს ბიზნესებს, ბავშვთა დაცვის დღისთვის სპეციალური შეთავაზებები დანახარჯების გარეშე მოამზადონ.

თუ გაქვთ კვების ობიექტი, გასართობი ცენტრი, ყიდით აქსესუარებს, სათამაშოებს ან საკანცელარიო ნივთებს, შესაძლებლობა გაქვთ, შექმნათ 30%-იანი ქეშბექის შეთავაზება (მაქს. 20 ლარი) sCool Card-ის მფლობელებისთვის ან 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი (მაქს. 25 ლარი).

მომხმარებლებისთვის დასაბრუნებელ თანხას კი საქართველოს ბანკი დააფინანსებს. (sCool Card-ით გადახდის შემთხვევაში 20 ლარს, PLUS ბარათით გადახდის შემთხვევაში კი 25 ლარის PLUS ქულებს)

კამპანიაში ჩართვა და სასურველი შეთავაზების შექმნა შეუძლია ყველა ბიზნესს, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში და რომლის ყოველთვიური ბრუნვაც, ბოლო 3 თვის განმავლობაში, არ აღემატება 1 000 000 ლარს, ამასთან — მისი საქმიანობა დაკავშირებულია კვების, გართობისა და შოპინგის ინდუსტრიასთან.

სასურველია, ბიზნესებმა შეთავაზებები 28 მაისის ჩათვლით შექმნან. შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი არის საქართველოს ბანკის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან ფასდაკლების, PLUS ქულების და ქეშბექის შეთავაზებები და გამოაქვეყნონ საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge -ზე — პლატფორმებზე, რომელთაც 1 600 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.

Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის შესახებ იხილეთ ვიდეო და შექმენით შეთავაზება.

ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13 თებერვალი, 2026 , 14:03

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს და მორიგ შეთავაზებას უკეთებს.  ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 20% -ს MR ქულების სახით მ

საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO

13 თებერვალი, 2026 , 10:49

UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგ

უცხოელი სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან - ირაკლი კობახიძე

13 თებერვალი, 2026 , 10:31

უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა

12 თებერვალი, 2026 , 15:35

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი