უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ოქტომბერი, 2020 10:55
font-size

1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში მოხდება კომუნალურების ანზღაურება - გიორგი გახარია

მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღა, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ, მოიცავს როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე სოციალურ მხარდაჭერას ცალკეული ჩვენი მოქალაქეების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში - ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოხდება კომუნალურების ანზღაურება იგივე პრინციპით, რაც იყო ანტიკრიზისული გეგმის პირველ ფაზაში.

„ეს იწყება პირველი ნოემბრიდან, როგორც უკვე ვთქვით, ეს გახლავთ კომუნალურების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან შემდეგი ოთხი თვე და შეეხება როგორც წინა ეტაპზე, თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება და ასევე წყლის და დასუფთავების ანაზღაურება.

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რითიც დღეს სახელმწიფოს შეუძლია ჩვენს მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის და გლობალური კრიზისის გამო შემოსავალი დაკარგეს. გვესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი მხარდაჭერა შეიძლება არ სჭირდება და უკვე დღეიდან მატ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი განაცხადონ მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანა დოლიძის შეთავაზება ოპოზიციას პარტიულ დაფინანსებასთან დაკავშირებით - გააკეთეთ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალური ქსელით იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც 2020 საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებმაც უარი თქვეს ბიუჯეტიდან კუთვნილი დაფინანსების მიღე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება - ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ს

ხელისუფლება ყველა კონფესიის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს - მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის

შეზღუდვების გაფართოებით ეპიდვითარების დასტაბილურებას ველოდებით, შედეგი ორ კვირაში უნდა იყოს - პაატა იმნაძე

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების შედეგად პირველ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის შეჩერება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა ი

მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეების და კერძო სექტორის მიმართ ახორციელებს

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომელსაც სახელმწ

ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) სხდომაზე, საქართველოში, ზეთისხილის კულტურის წარმოებისა და ექსპორტის პოტენციალზე ისაუბრა

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ონლაინ საერთაშორისო სემინარში „ზეთისხილის ზეთის სამომავლო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა, სი