უკან

პოლიტიკა

1 ნოემბერი, 2017 17:40
font-size

1 წევრის გამოკლებით პარლამენტში ნდობის ჯგუფი შეიქმნა

მეცხრე მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან თითქმის ერთი წლის თავზე ნდობის ჯგუფი შეიქმნა. მისი წევრები თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარუდგინა. სწორედ ის უხელმძღვანელებს ნდობის ჯგუფს, რადგან როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ეს უფლება ავტომატურად ენიჭება.

ნდობის ჯგუფში სიახლე ისაა, რომ 5 კაცის მაგივრად, მასში მხოლოდ 4 წევრი შევა. სესიაშვილის გარდა იქ იქნებიან ეკა ბესელია უმრავლესობის კვოტით, არჩილ თალაკვაძე - მაჟორიტარების კვოტით და ირაკლი აბესაძე - უმცირესობის კვოტით.

რაც შეეხება ერთ ვაკანტურ ადგილს, რომელიც აფერხებდა ნდობის ჯგუფის შექმნას, ის ეკუთვნის უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფ დეპუტატს. ამ კვოტის მისაღებად წარდგენილი იყვნენ თავიანთი ფრაქციებიდან ირმა ინაშვილი და სალომე სამადაშვილი. იმის გამო, რომ „პატრიოტთა ალიანსიც“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ პარლამენტში 6-6-კაციანი ფრაქციებია, არცერთმა კანდიდატმა არ მიიღო ხმათა უმრავლესობა, რომ ნდობის ჯგუფის მეხუთე წევრი გამხდარიყო.

ინაშვილსა და სამადაშვილს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა სჭირდებათ, თუმცა ზურაბიშვილი თვითონ აპირებს, საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს ნდობის ჯგუფში მოსახვედრად.

კანონმდებლობით, ნდობის ჯგუფის შემადგენლობას დამტკიცება არ სჭირდება, შესაბამისად მისი შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტმა ცნობად მიიღო.

საქართველოს კანონით „ნდობის ჯგუფის შესახებ“ ნდობის ჯგუფის ამოცანაა, აკონტროლოს საქართველოს აღმასრულებელი სახელისუფლებო ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის ბიუჯეტი.

საკვანძო სიტყვები:

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?! - ნინო ბურჯანაძე

31 მარტი, 2020 , 12:50

„რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდე

არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი - გია ვოლსკი

30 მარტი, 2020 , 16:50

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩა