უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აგვისტო, 2017 13:40
font-size

10 ადამიანია დაკავებული, 2 გამოიწერა საავადმყოფოდან - რკინიგზელთა შიმშილობის მე-11 დღე

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან რკინიგზის 14 თანამშრომელი მე-11 დღეა შიმშილობს. რკინიგზის ახალი პროფკავშირების პრეზიდენტის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, გუშინ რკინიგზის დეპარტამენტთან მომხდარი არეულობის დროს 10 პირი დააკავეს, არიან ნაცემებიც.

„10 ადამიანია დაკავებული, აქედან 2 მოშიმშილეა. ნაცემები არიან მოშიმშილეები. 2 ადამიანი დილით გამოიწერა საავადმყოფოდან“, - განაცხადა გიორგაძემ.

გიორგაძის ინფორმაციით, გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ მოშიმშილეებს რკინიგზის დეპარტამენტის ფოიეში აღარ უშვებენ.

„ჩვენი ოფისი რკინიგზის დეპარტამენტის შენობაში მდებარეობს. 4 ადამიანი ვმუშაობთ ამ ოფისში. არცერთ ჩვენგანს არ გვეძლევა ოფისში ასვლის საშუალება. გარდა ამისა, მათ არ აძლევენ საპირფარეშოთი გამოყენების უფლებას, ფოიეშიც არ უშვებენ, ტელეფონებისა და წყლისი ადუღების საშუალებასაც არ აძლევენ მოშიმშილეებს“, - განაცხადაა გიორგაძემ.

რკინიგზის პროფკავშირების პრეზიდენტმა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია პროვოკაციაში დაადანაშაულა.

„რკინიგზა არის პროვოკატორი, ამიტომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რკინიგზასა და მათ მფარველეს მთავროიბაში“, -თქვა გიორგაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ მოშიმშილე რკინიგზელები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც, რკინიგზის შენობასთან მათ კარვების გაშლის უფლება არ მიეცათ.

პროტესტის ნიშნად ისინი შენობაში შეჭრას შეეცადნენ, რასაც სამართალდამცავების მხრიდან 3 პირის დაკავება მოჰყვა. მოგვიანებით ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან „აუდიტორია 115-ის“ წევრებიც, რომლებმაც მოშიმშილე რკინიგზელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. დღეს მათი სასამართლო პროცესი გაიმართება.

რკინიგზის ადმინისტრაციამ მოშიმშილეთა მცდელობა „ძალადობად“ შეაფასა.

რკინიგზელებმა შიმშილობა 15 აგვისტოს დაიწყეს. ისინი გურჯაანიდან სადახლოს განყოფილებაში გადაყვანას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისინი 25 ივლისს კახეთიდან თბილისში დაიბარეს და ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც მიღებულია გადაწყვეტილება კახეთის რეგიონალური სამსახურისთვის სახელის შეცლის შესახებ, რომ ის უნდა გაფართოვდეს და ეწოდოს „სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონი“. რკინიგზელები ძველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას ითხოვენ, ან მარნეულის სალიანდაგო ცენტრში ნორმალური საცხოვრებელი და სამუშაო პირობების შექმნას.

იმავე დღეს აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალებას სამართალდამცავებმა არ მისცეს.

რკინიგზელთა პროტესტს მენეჯმენტი გამოეხმაურა და საპროტესტო აქცია „გარე ძალების ჩართულობად“ შეაფასა. საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ გაფიცულებს სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვახტანგ ცისკარიშვილმა, შიმშილობა შეწყვიტა და სამსახურს დაუბრუნდა. გაფიცული რკინიგზელის, უჩა ხვთისიაშვილის განცხადებით, მასზე ზეწოლა მოახდინეს და ასე მოაწერინეს ხელი ხელშეკრულებას.

ანა მებურიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვ

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესი გააცნო დღეს მედიას საარჩევნო ადმინისტრაციამ. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძ

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ,

თემირლანის საფლავთან ამომივიდნენ, აქ უნდოდათ დოლ-გარმონის გამართვა - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეს „პანკისობა 2018“-ის დღესასწაული ჩაიშალა. ამის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და ადგილობრივების მწვავე პროტეტსტი გახდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილის საფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`