უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

9 ივნისი, 2018 15:25
font-size

10 და 11 ივნისს ზოგიერთ რაიონში ნალექს ელიან

სინოპტიკოსები ზოგიერთ რაიონში 10 და 11 ივნისს წვიმას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 10 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +25, +30; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +18, +23 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +26, +31; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +16, +21 გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +30 გრადუსი იქნება.

ზეგ, 11 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +26, +31; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +21, +26 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +27, +32; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.

თბილისში ღამისა და საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +31 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

ხვალ საქართველოში მცირე მოღრუბლულობას ელიან

24 სექტემბერი, 2018 , 17:25

სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქა

ვიეტნამური გამოფენა „დონგ ჰო“- ხეზე ჭრის ხელოვნება გაიხსნა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

მოსე თოიძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა ვიეტნამურ გამოფენას “დონგ ჰო“ ხეზე ჭრის ხელოვნება - ვიეტნამური სული“. საქართველოში მოღვაწე ვიეტნამელმა ჩან თი რეგნერმა მოწვეულ სტუმრებს „დონგ ჰო-ს“ ნიმუშ

ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართა

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

გუშინ, თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგა.  კონცერტს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიაც დაესწრო.

ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართება

21 სექტემბერი, 2018 , 11:20

21 სექტემბერს, 21:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგება. The Tiger Lillies 1989 წელს შეიქმ

თბილისში მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს

18 სექტემბერი, 2018 , 11:10

21 სექტემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის პრემიერი, ქართველი ბანი მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს.  მიხეილ კოლელიშვილი კონსერვატორიის დარბაზში სოლო კონცერტს სა

„ეს იქნება კონცერტი ყველასთვის“ - „თბილისის ცის ქვეშ“ ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2018 , 14:45

დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. ქეთი მელუა საქართველოს „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`