უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:46ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება - რატი იონათამიშვილი
- 19.03.2024 16:17სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
არქივი
მოზაიკა
100 ხე 100 წლისათვის
ბენტლი მოტორსი, თავისი საუკუნოვანი წლის ბოლოს ინვესტიციას დებს უფრო მდგრად მომავალში, რაც შემდეგში მდგომარეობს - კომპანია რგავს 100 ბრიტანული წარმოშობის ხეს ქ. ქრუში, სადაც მდებარეობს ბენტლის სათაო ოფისი.
პროექტი განხორციელდა ხეების დარგვის პერიოდში, ნაციონალური ხეების კვირაში, რომელიც ხაზს უსვამს, უფრო მეტი ხის დარგვის მნიშვნელობას კლიმატური ცვლილებების დასარეგულირებლად და ბიომრავალფეროვნების დაცვას.
ბენტლის სათაო ოფისის გარშემო დარგული ხეები მოიცავს 10 მუხას, რომლებიც დარგულია საოფისე შენობების გარეთ და 15 ალუბალს, რომლებიც დარგულია ოფისის მთავარ შესასვლელთან Pyms Lane- ზე.
კიდევ 70 ხე, რომელიც მოიცავს ნეკერჩხლის, წიფლის, კაკლის, ცაცხვის ნერგებს, დაირგო სოციალური დაწესებულებების გარშემო.
ასევე, ადგილი შეუცვალეს 10 ხეხილის ხეს განვითარებისათვის, რათა შეექმნათ ახალი ბაღი ბენტლის სათაო ოფისის ვიზიტორებისათვის.
პიტერ ბოში, წარმოების საბჭოს წევრი, განმარტავს:
100 წლის წინ, ბენტლის დაარსების დღიდან, მყარად წარმოებული ხე, ბენტლის ავტომობილების ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის განსაკუთრებულობასა და უნიკალურობას. ხის ვინირები, რომლებსაც ბენტლი იყენებს, ექსპერტების მიერ მსოფლიოში საუკეთესო წყაროებიდან არის მოპოვებული. ჩვენი სურვილი იყო, დაგვერგო არა მხოლოდ ადგილობრივი, ბრიტანული ხის სახეობები, არამედ ისეთი სახეობები როგორებიცაა: მუხა, კაკალი და ალუბალი, რომლებიც გამოყენებულია ბრიტანული ბრენდის ავტომობილების ინტერიერში.
„ხეები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კლიმატურ ცვლილებებში; ხელს უწყობენ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ნახშირორჟანგის შთანთქვას და ჟანგბადის რაოდენობის ზრდას. ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებაზე და ველურ ბუნებაზე. ჩვენ დიდი ყურადღებით შევარჩიეთ ხეების დასარგავად ადგილმდებარეობები, რათა შეგვექმნა სასიამოვნო და ჯანსაღი გარემო როგორც ჩვენი კოლეგებისათვის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისათვის.“
„ბენტლი აგრძელებს ფოკუსირებას, გახდეს მდიდრული ავტომობილების ყველაზე მდგრადი მწარმოებელი. ბენტლი მოტორსმა, 100 საიუბილეო წლის ბოლოს, აირჩია ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკა - ჩაედო ინვესტიცია სტაბილურობაში.“
ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.
ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კ
ომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.