უკან

ეკონომიკა

28 მაისი, 2020 11:43
font-size

100 მილიონი დოლარის სესხი საქართველოში კოვიდ-19-ით დაზარალებულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას მოხმარდება - აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ქალებისა და ბავშვებისთვის საარსებო საშუალებების შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ “მედიანიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს.

„საქართველოს - მნიშვნელოვანი სავაჭრო და ტურისტული ჰაბის - ჯანდაცვა და ეკონომიკა კოვიდ-19-მა დიდი რისკის წინაშე დააყენა. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პანდემიის საპასუხო ქმედებებში და ეს კომპლექსური პაკეტი ქვეყნისთვის აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება. იგი ADB-სა და საქართველოს შორის ათ წელზე ხანგრძლივ თანამშრომლობას ემყარება ფისკალური მენეჯმენტისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, რაც ეკონომიკის პოსტ-პანდემიური გაჯანსაღების მთავარი ფაქტორებია,”- განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოწყვლადი ჯანდაცვის სისტემის დასაცავად საქართველომ დაავადების გავრცელების შემაკავებელი ნაბიჯების გადადგმა იანვარში დაიწყო, მაგრამ პანდემიამ ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. გაადაადგილების შეზღუდვამ ტურიზმის სექტორს განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა და შედეგად გასული წლის მარტთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 60%-ით შემცირდა.

„კოვიდ-19-ის აქტიური საპასუხო და ხარჯვითი დახმარების (ჩAღEშ) პროგრამა საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას. დაფინანსება მოიცავს 4000-ზე მეტი მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესისთვის გადასახადების გადავადებასა და მინიმუმ 2000 მცირე და საშუალო სასტუმროსთვის კრედიტის სუბსიდირებას.

მთავრობის სოციალური დახმარების მექანიზმების დაფინანსებით სესხი მოწყვლადი ჯგუფების დაცვასაც მოხმარდება, რაც მოიცავს პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი 350,000 დასაქმებულის დროებით ფულად ხელშეწყობას; ერთჯერად ფულად დახმარებას 250,000 არაფორმალურად ან თვითდასაქმებული ადამიანისთვის, 1.2 მილიონი ოჯახისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ფასების ექვსთვიან დაფიქსირებას ცხრა ძირითად პროდუქტზე.

დაავადების გავრცელების შესაკავებლად, სესხი ხელს შეუწყობს კოვიდ-19-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსებას, მათ შორის ღარიბი მოსახლეობისთვის, ვისაც ჯანდაცვის ხარჯები განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვება. მთავრობის კოვიდ-19 ვებ-პორტალი საჯარო რეკომენდაციების კარგი წყაროა მათ შორის ორსულობის, მშობიარობისა და ძუძუთი კვების შესახებ.

კოვიდ-19-ის წინაშე განსაკუთრებით დაუცველი არიან ქალები, რომლებიც საქართველოს ტურიზმისა და პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 60%-ს წარმოადგენენ. ADB-ის სესხით შესაძლებელი გახდება პირადი დამცავი აღჭურვილობის შეძენა სამედიცინო პერსონალისთვის, მათ შორის მდედრობით სქესის წარმომადგენლებისთვის, და ფულადი დახმარების გაცემა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და ბავშვებისთვის. მთავრობის საგადასახადო და საკრედიტო სუბსიდირების გეგმის მონაწილე 6000-მდე ტურისტული და სასტუმრო ბიზნესიდან ერთ მესამედზე მეტი ქალების საკუთრებაშია, ან ქალების მიერაა მართული.

ADB-ის ჩAღEშ პაკეტი შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა განვითარების პარტნიორებთან ერთად საქართველოში კოვიდ-19-ის კრიზისის დაძლევის კოორდინირებული მუშაობის ფარგლებში.

სესხი დაფინანსებულია ADB-ის ანტიციკლური დახმარების პროგრამის კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხო ოფციის (ჩPღO) საშუალებით. ჩPღO 13 აპრილს გამოცხადებული ADB-ის $20 მილიარდიანი გაფართოებული დახმარების ნაწილია განვითარებად წევრ ქვეყნებში კოვიდ-19-ზე რეაგირებისთვის. მიმდინარე რეაგირების შესახებ ეწვიეთ ADB-ის ვებ-გვერდს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი,”-აღნიშნულია ინფორამციაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპან

ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა

10 ივლისი, 2020 , 11:10

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე