უკან

ეკონომიკა

29 ნოემბერი, 2019 15:55
font-size

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ - ეს არის პროექტი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - ნათია თურნავა

გვინდა, რომ გასაყიდად გამოტანილ ობიექტებზე აშენდეს სასტუმროები, შეიქმნას მეურნეობები და დასაქმდნენ ადამიანები, - ამის შედეგად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მასშტაბური პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუქციონი უახლოესი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ეტაპობრივად ინვესტორებს შევთავაზებთ ყველა იმ ქონებას, რაც გვაქვს და რაც აქამდე არ იყო ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მთლიანობაში საუბარია სულ მცირე 150 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების ობიექტებზე, საიდანაც მოსალოდნელი ინვესტიცია 200 მილიონი ლარია.

„რაც მთავარია, ამ ციფრების მიღმა დგას ახალი სამუშაო ადგილები. ამ ობიექტების გაყდვის შედეგად აშენდება სასტუმროები, ახალი საწარმოები, ფერმები თუ სხვა ობიექტები, რომელიც დაახლოებით 2 500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, შეთავაზება განკუთვნილია არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ მცირე ბიზნესისთვისაც, იქნება ეს სატბორე თუ ფერმერული მეურნეობა, რომლებიც რეგიონებში დაასაქმებენ ადამიანებს და ეს ძალიან მნიშვენლოვანია.

„რაც შეეხება მსხვილ ობიექტებს, აუქციონზე ნახავთ მაგალითად, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს. ასევე გეტყვით, რომ სია იქნება შევსებადი და მუდმივად განახლდება. უახლოეს დღეებში ასევე დაემატება წყნეთის აგარაკები, რომლის შეფასების პროცესი ცოტა ხანში დასრულდება. გვინდა, რომ ბიზნესს გამზადებული პროექტები წარვუდგინოთ და მათ მხოლოდ ერთი რამ დარჩეთ, მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, შეიძინონ და ააშენონ ახალი ობიექტები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს - ნათია თურნავა

5 დეკემბერი, 2019 , 17:45

ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ნაპოვნი მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს. ჩვენ შეიძლება იმ ტემპით ვერ ვვითარდებით, რაც ენერგეტიკოსებს გაუხარდებოდათ და ჩვენს ეკონომიკ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9573 ლარი გახდა

5 დეკემბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9573 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნუ

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 6 ობიექტი გაიყიდა და 8 მლნ ლარზე მეტი შემოვიდა - ნათია თურნავა

5 დეკემბერი, 2019 , 15:20

მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებული უპრეცედენტო საპრივატიზაციო პროექტი - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვი

მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა

5 დეკემბერი, 2019 , 14:40

უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც საქართ

არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება, რომ მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა - ირაკლი ჩიქოვანი

5 დეკემბერი, 2019 , 14:40

არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა და შესაბამისად, ეს ბიზნესისთვის პოზიტიური და დადები

2019 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10 პროცენტით გაიზარდა - ღვინის ეროვნული სააგენტო

5 დეკემბერი, 2019 , 12:25

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10 პროცენტით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`