უახლესი ამბები
- 18.01.2021 10:38ანონსი - 18.01.21
- 18.01.2021 10:20დღის კალენდარი _ 18 იანვარი
არქივი
მსოფლიო


100 წლის წინ პარლამენტის დაარსებით, საქართველო დემოკრატიული მმართველობის პიონერად იქცა - ამერიკელი კონგრესმენი
პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე ქართველ ხალხს ამერიკელმა კონგრესმენმა და წარმომადგენელთა პალატასთან არსებული დემოკრატიულიპარტნიორობის კომისიის თავმჯდომარემ დევიდ პრაისმა მიულოცა.
„მინდა ჩემს ქართველ მეგობრებს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი მივულოცო. 1919 წლის 20 მარტს დამფუძნებელი კრების დაარსებით, თქვენი წინაპრები დემოკრატიული მმართველობის პიონერებად იქცნენ. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც საქართველო ბოლო 100 წლის განმავლობაში ხშირად დამდგარა, ის დღემდე ძლიერი და მრავალპარტიული დემოკრატიული მმართველობის ერთგულია“, - განაცხადა კონგრესმენმა თავის ვიდეო მიმართვაში, რომელიც მან სპეციალურად საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჩაწერა.
დევიდ პრაისის თქმით, საქართველოს პირველი დემოკრატიული პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს კონსტიტუციის მიღება წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის, მათ შორის ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს იცავდა.
საკუთარ ვიდეო-მიმართვაში კონგრესმენმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მას საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის 13 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, და დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის წარმომადგენლის რანგში საქართველოს მეხუთედ ეწვევა.
„მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს პარლამენტთან, რომელიც დემოკრატიული და გონივრული მმართველობის ტრადიციას ეფექტიანად განაგრძობს და ქართველი ხალხის ნებას ემსახურება“, - აღნიშნა დევიდ პრაისმა.
აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთი ყველა სატრანსპორტო დერეფანს კეტავს
16 იანვარი, 2021 , 13:09

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
15 იანვარი, 2021 , 17:20
ინდონეზიაში თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 4 წუთში დაიკარგა
9 იანვარი, 2021 , 16:15

Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა
9 იანვარი, 2021 , 15:20

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს
9 იანვარი, 2021 , 13:08

ლონდონში გამოვაცხადე საგანგებო სიტუაცია, ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდა - ლონდონის მერი
9 იანვარი, 2021 , 12:29