უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 სექტემბერი, 2018 14:10
font-size

10581 გადამხდელს 309 373 063.00 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.08.2018-19.09.2018) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 10581 გადამხდელს ჯამურად 309 373 063 00 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. კერძოდ:

ა) ქვეპუნქტის მიხედვით - 309 372 599.50 ლარი ჩამოეწერა 10580 გადამხდელს;

გ) ქვეპუნქტით - 463.30 ლარი ჩამოეწერა 1 გადამხდელს

შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მომართვის საფუძველზე.

ჩამოწერის პროცესი გრძელდება.

შეგახსენებთ, აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის ივლისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი - 2018 წლის 1 აგვისტო). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ბ) ქვეპუნქტი გაუქმებულია, გ) ქვეპუნქტი დარჩა უცვლელი და ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;

გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა .

ცნობისთვის: ამ ცვლილებამდე ორჯერ მოხდა ძველი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა.

პირველ ეტაპზე, იმ პერიოდში მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 02.06.2016 წლამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 18 941 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 104 279 889.73 ლარი, მათ შორის: ა) ქვეპუნქტით - 10 952 გადამხდელს 1 094 153 961.31 ლარი, ბ) ქვეპუნქტით - 918 გადამხდელს 5 124 844.92 ლარი, გ) ქვეპუნქტით - 7 071 გადამხდელს 5 001 083.50 ლარი.

მეორე ეტაპზე, იმ პერიოდში მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 02.06.2016 წლიდან 02.08.2018 წლამდე პერიოდში საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 36 751 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 692 744 567.90 ლარი, მათ შორის: ა) ქვეპუნქტით - 35 506 გადამხდელს 1 684 278 799.80 ლარი, ბ) ქვეპუნქტით - 1 213 გადამხდელს 8 442 780.70 ლარი, გ) ქვეპუნქტით - 32 გადამხდელს 22 987.50 ლარი.)

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი