უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივნისი, 2018 17:15
font-size

106 ქვეყანას შორის მხოლოდ საქართველოსა და განაში ახალგაზრდები ასაკოვან ხალხზე უფრო რელიგიური აღმოჩნდა

Pew Research Center-ის კვლევით, 106 ქვეყნიდან მხოლოდ ორში - საქართველოსა და განაში ახალგაზრდები ( 18-დან 39 წლამდე ) ასაკოვნებზე ( 40 წელს ზემოთ ასაკის ხალხი) უფრო რელიგიურები აღმოჩნდნენ. მაგალითად, საქართველოში ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც თავს რელიგიურებად მიიჩნევენ, 8%-ით აღემატება ასაკოვანი ხალხის მაჩვენებელს.

106-დან 46 ქვეყანაში ახალგაზრდები ნაკლებად საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის რელიგია ასაკოვნებისგან განსხვავებით. პოლონეთში, საბერძნეთში, ჩილეში, რუმინეთსა და პორტუგალიაში რელიგიური უფროსების რაოდენობა 20% და მეტი პროცენტით აჭარბებს რელიგიური ახალგაზრდების რაოდენობას. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 17%-ს შეადგენს, ხოლო დიდი ბრიტანეთი იმ 58 ქვეყანაში შევიდა, სადაც ასაკოვანი და ახალგაზრდა ადამიანების რელიგიურობის მაჩვენებლებს შორის საგრძნობი სხვაობა არ დაფიქსირებულა.

ძირითადად, სხვაობა ასაკობრივ კატეგორიებს შორის იმ ქვეყნებში ვლინდება, სადაც ქრისტიანობაა დომინანტური რელიგია. მაჰმადიანურ ქვეყნებში ეს სხვაობა ნაკლებია. მაგალითად, ირანში მხოლოდ 9%-იანი განსხვავება დაფიქსირდა.

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი