უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 აპრილი, 2018 14:20
font-size

109-ე ბაგა-ბაღში მერიის გადაწყვეტილების გააცნობას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

თბილისის მერის მოადგილემ - ილია ელოშვილმა 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებს მერიის გადაწყვეტილება გააცნო, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მერიის გადაწყვეტილებით მშობლები უკმაყოფილოები არიან და მათთვის ბავშვების სხვა ბაღებში გადანაწილება მიუღებელია, რადგან მიიჩნევენ შენობა ავარიული არ არის.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 109-ე ბაგა-ბაღში მშობლებსა და მასწავლებლებს დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და თბილისის საკრებულოს წევრები შეხვდნენ.

ილია ელოშვილი ამბობს, რომ ბაღი ავარიული და სადემონტაჟოა. ის ბაღის ადგილას რაიმე ტიპის კომერციული შენობის აშენებასაც გამორიცხავს.

“მიმდინარეობს თბილისის ყველა ბაღის გეგმური გადამოწმება. შესაბამისად, 109-ე ბაღის გადამოწმებამ აჩვენა, რომ სამხარაულის დასკვნა არსებობს. ბაღი არის ავარიული, სადემონტაჟო და აქ სწავლის გაგრძელება შეუძლებელია. შესაბამისად, ისევე, როგორც 12 ბაღში, აქ დროებით ვწყვეტთ სწავლის პროცესს. ბავშვები გადანაწილდებიან მიმდებარე ბაღებში. ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს იმ პირობებს, რაც მათ გააჩნიათ. ბავშვებს ექნებათ საუკეთესო პირობები, სადაც ისინი გადანაწილდებიან. რაც შეეხება შენობას, გამორიცხულია, რომ ბაღის ადგილას აშენდეს რაიმე ტიპის კომერციული შენობა, გარდა ბაღისა. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიზანშეუწონელი, ბაღის ადგილას ავაშენოთ კომერციული შენობები”, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

დღეს, 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა თბილისის მერთან შეხვედრის, ბაღში სასწავლო პროცესი აღდგენისა და ბაღში გამაგრებითი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით გადაკეტეს, თუმცა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს.

ოფიციალური ინფორმაციით, 18 აპრილიდან ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობას გამაგრება სჭირდება.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი