მოზაიკა


11 და 12 დეკემბრისთვის ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ნალექს ელიან
სინოპტიკოსები 11 და 12 დეკემბრისთვის ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ 11 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი თოვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +4, +9; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -4, +1 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ნალექი, მთაში თოვლის სახით, მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +5, +10; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -3, +2 გრადუსი.
თბილისში ხვალ შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +9 გრადუსს მიაღწევს.
ზეგ, 12 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +7, +12; მთაში +2, +7; მაღალ მთაში -2, +3 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +6, +11; მთაში +3, +8; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში შესაძლებელია ტემპერატურა, -3 გრადუსამდე დაეცეს.
თბილისში ზეგ, უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, დედაქალაქში +9 გრადუსს მიაღწევს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ტიფანი ბარში ვალენტინობის დღე მაზერატის განსაკუთრებულ მოდელთან ერთად აღნიშნეს
16 თებერვალი, 2019 , 16:57

გლდანის ციხესთან ძველ სამარხში ნაპოვნი ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს
15 თებერვალი, 2019 , 14:42

“დანკინში“ ყავის გაყიდვებმა წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია
12 თებერვალი, 2019 , 13:00

„საქართველოს ელექტროსისტემა“ პროფესიონალი, დამწყები თუ თვითნასწავლი მხატვრებისთვის კონკურსს აცხადებს
7 თებერვალი, 2019 , 13:46

საქართველოში 2018 წელში მომხმარებელთა მეოთხედზე მეტმა განიცადა ინტრნეტთავდასხმები
7 თებერვალი, 2019 , 12:20

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს
5 თებერვალი, 2019 , 15:45