უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

11 დეკემბერი, 2016 09:00
font-size

11 და 12 დეკემბრისთვის ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ნალექს ელიან

სინოპტიკოსები 11 და 12 დეკემბრისთვის ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ნალექს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს, 11 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი თოვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +4, +9; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -4, +1 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ნალექი, მთაში თოვლის სახით, მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +5, +10; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -3, +2 გრადუსი.
თბილისში დღეს შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +9 გრადუსს მიაღწევს.

ხვალ, 12 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +7, +12; მთაში +2, +7; მაღალ მთაში -2, +3 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +6, +11; მთაში +3, +8; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში შესაძლებელია ტემპერატურა, -3 გრადუსამდე დაეცეს.

თბილისში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, დედაქალაქში +9 გრადუსს მიაღწევს.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველომ დატოვა ინტერნეტში ყველაზე მეტი თავდასხმა დაქვემდებარებული მომხმარებლების რიცხვის მქონე ქვეყნების ოცეული

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

„კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2018 წლის ივნის-სექტემბერში საქართველომ დატოვა ინტერნეტში ყველაზე მეტი თავდასხმა დაქვემდებარებული მომხმარებლების რიცხვის მქონე ქვეყნების ოცეული: ამ მაჩვ

უმეტეს რაიონში დღეს ნალექს ელიან

21 ნოემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 21 ნოემბრისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს დასავლე

უმეტეს რაიონში ხვალ ნალექს ელიან

20 ნოემბერი, 2018 , 17:20

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 21 ნოემბრისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს დასავლე

„ვენდის” ამერიკულ რესტორნებში მონატრებული პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა

20 ნოემბერი, 2018 , 14:25

„ვენდის” ამერიკულ რესტორნებში ყველასათვის მონატრებული პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა. სპეციალური რეცეპტით გამომცხვარი ქართული პურით, ყოველდღიურად ახალი ქართული ხორცით, ჩედარის ყველით, შებოლილი ბეკონით, მდოგვის პიკა

ზოგიერთ რაიონში დღეს წვიმას ელიან

20 ნოემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები დღეს დასავლეთ საქართველოში წვიმას, აღმოსავლეთში კი, უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის

ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმას ელიან

19 ნოემბერი, 2018 , 17:40

სინოპტიკოსები ხვალისთვის, 20 ნოემბრისთვის დასავლეთ საქართველოში წვიმას, აღმოსავლეთში კი, უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნე