უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

11 თებერვალი, 2018 09:00
font-size

11 და 12 თებერვლისთვის საქართველოში ნალექს და ქარის გაძლიერებას ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 11 და 12 თებერვლისთვის ღრუბლიან ამინდს, ნალექს და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევარში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა , მაღალ მთაში კი თოვლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +7, +12; მაღალ მთაში +3, +8 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევარში ნავარაუდევია მცირე წვიმა და ნისლი, მაღალ მთაში კი, თოვლი და ზოგან ქარბუქი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +3, +8; მთაში +3, +8; მაღალ მთაში -2, +3 (ზოგან +6-მდე) გრადუსი.

თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +7 გრადუსი იქნება.

ხვალ, 12 თებერვალს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14; მთაში +6, +11; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დილის საათებში ნავარაუდევია მცირე წვიმა და ნისლი, მაღალ მთაში კი, თოვლი და ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +5, +10; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.

თბილისში დილის საათებში მოსალოდნელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +14 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

ზოგიერთ რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან

20 ივნისი, 2018 , 15:15

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 20 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექ

უმეტეს რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმას ელიან

20 ივნისი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 20 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

უმეტეს რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან

19 ივნისი, 2018 , 15:40

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 20 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

უმეტეს რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმას ელიან

19 ივნისი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 19 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი

უმეტეს რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან

18 ივნისი, 2018 , 15:05

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 19 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი

17 და 18 ივნისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელიან

17 ივნისი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 17 და 18 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან