უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

10 თებერვალი, 2018 14:55
font-size

11 და 12 თებერვლისთვის საქართველოში ნალექს და ქარის გაძლიერებას ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 11 და 12 თებერვლისთვის ღრუბლიან ამინდს, ნალექს და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 11 თებერვალს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევარში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა , მაღალ მთაში კი თოვლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +7, +12; მაღალ მთაში +3, +8 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევარში ნავარაუდევია მცირე წვიმა და ნისლი, მაღალ მთაში კი, თოვლი და ზოგან ქარბუქი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +3, +8; მთაში +3, +8; მაღალ მთაში -2, +3 (ზოგან +6-მდე) გრადუსი.

თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +7 გრადუსი იქნება.

ზეგ, 12 თებერვალს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14; მთაში +6, +11; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დილის საათებში ნავარაუდევია მცირე წვიმა და ნისლი, მაღალ მთაში კი, თოვლი და ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +5, +10; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.

თბილისში დილის საათებში მოსალოდნელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +14 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

18 და 19 ნოემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდს ელიან

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

სინოპტიკოსები საქართველოში 18 და 19 ნოემბრისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 18 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავ

ჯენიფერ ლოპესმა 20 წუთში 2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

17 ნოემბერი, 2018 , 13:00

ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა დოჰაში 20-წუთიან გამოსვლაში ორი მილიონი დოლარი მიიღო.  ვარსკვლავი კატარში სავაჭრო ცენტრ Doha Festival City-ის გახსნაზე მიიწვიეს, სადაც მან სავაჭრო ცენტრში გაისეირნა დ

უმეტეს რაიონში დღეს ნალექს, ზოგან თოვას და ქარბურს ელიან

17 ნოემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ნალექიან ამინდს და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი, თოვა. იქროლებს დასა

უმეტეს რაიონში ხვალ ნალექს, ზოგან თოვას და ქარბურს ელიან

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

სინოპტიკოსები საქართველოში 17 ნოემბრისთვის ნალექიან ამინდს და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი, თოვა. იქროლებ

ხვალ საქართველოში ძლიერი წვიმა, მაღალმთიან ზონაში ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსლაოდნელი

16 ნოემბერი, 2018 , 17:35

17 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ძლიერი თოვა და ქარბუქი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ,,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატ

მეცნიერებმა მკერდის კიბოს რისკის ძილის რეჟიმთან კავშირი დაადგინეს

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

ბრიტანელმა მეცნიერებმა ბრისტოლის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ ქალები, რომლებიც ადრე იღვიძებენ და ადრე წვებიან დასაძინებლად 40-48 %-ით ნაკლებად ემუქრებათ მკერდის კიბოს განვითარება იმ ქალებთან შედარებით, ვინც გვიან იღვიძ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`