უკან
საზოგადოება
11 თებერვალი, 2017 17:25
11 თებერვალს 112-ის დღე აღინიშნება
11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 81 ქვეყანა 112-ის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა სპეციალურად ამ დღისთვის, გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის კვირეული გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია განახორციელა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს - „112“ მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში იღებს შეტყობინებებს გადაუდებელ შემთხვევებთან დაკავშირებით.
„112“-ის დაარსებიდან დღემდე, არამიზნობრივი ზარები 1 351 087-ით შემცირდა, რისთვისაც „112“-მა მოქალაქეებს გააზრებული ქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.