უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2018 13:55
font-size

„112“ ახალი, უფრო სწრაფი და ზუსტი შიდასაკომუნიკაციო პროგრამით ისარგებლებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, ინფორმაციის გადაცემის სისწრაფის უზრუნველსაყოფად, შიდა საკომუნიკაციო პროგრამა დაინერგა. აღნიშნული პროგრამით 112-ში შესული შეტყობინებები სასწრაფო დახმარების ბრიგადების და პატრულ-ინსპექტორების პორტატულ კომპიუტერებში მყისიერად აისახება.

ახალი პროექტი შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ევროპის მოედანზე, დღეს წარადგინეს.

112- ის შიდა საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფა, ინფორმაციის გადაცემის სისწრაფეს, შემდგომი კომუნიკაციის დროის შემცირებას, გამარტივებულ დისპეტჩერიზაციას და ინფორმაციის სიზუსტეს შეუწყობს ხელს. პროგრამის საშუალებით, 112-ში შესული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს, მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციის გზით, თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და პატრულ-ინსპექტორებს დეტალური ინფორმაცია მყისიერად გადასცეს.

პროგრამა, მიმდინარე წლიდან, საპატრულო ეკიპაჟებისა და თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების პორტატულ კომპიუტერებში ჩაიწერება. ეს პროგრამა სხვადასხვა რეგიონის საპატრულო პოლიციის დანაყოფებსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებში საპილოტე რეჟიმში უკვე მოქმედებს.

შსს-ს განცხადებით, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა ცდომილების ალბათობას მინიმუმადე დაიყვანს და მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

25 ნოემბერს პარლამენტის წინ შვილმკვდარი მამები მასშტაბურ აქციას გამართავენ

19 ნოემბერი, 2018 , 17:40

25 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამები მასშტაბურ აქციას გამართავენ. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, აქცია პარლამენტის წინ 14:00 საათზე დაიწყება. მისი თქმით, 25 ნოემბ

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი - ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე

19 ნოემბერი, 2018 , 17:40

ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე ფონდ „ქართუში“ კომენტარი გაკეთდა. ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, „ქართუს“ დამფუძნე

დღესაც მზად ვართ, ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება - ვივუსი

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

ონლაინსესხების კომპანია „ვივუსი“ განცხადებას ავრცელებს.  „დღეს გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავაკეთოთ შემდეგი განმარტება: დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ

ნანოტექნოლოგიები - ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია - „ნანოტექნოლოგიები“ (ნანო-2018) გაიხსნა. საერთაშორისო კონფერენცია ხუთდღიანია და მას მსოფლიოს 21 ქვეყნის - ავსტრიის, აზერბაიჯანის, აშშ-ის, ბე

შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოვალეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა

19 ნოემბერი, 2018 , 14:45

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა. როგორც მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შე

ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება იტალიელ მეცნიერებს - ნობელის პრემიის ლაურეატ რიკარდო ვალენტინის და ჯუზეპე ერამოს მიენიჭათ

19 ნოემბერი, 2018 , 13:20

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება საერთაშორსო რანგის ორ იტალელ მეცნიერს, პროფესორ რიკარდო ვალენტინის და დოქტორ ჯუზეპე ერამოს მიენიჭა. საპატიო ჯილდოები საქართველოში, კერძოდ კი ტექნიკურ უნივერსიტე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`