უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 აგვისტო, 2020 15:40
font-size

118 500 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 118500 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.00% შეადგინა. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6185.408 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 2000-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 6058.88 მილიონიდან 6185.40 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

„118500 ხელშეკრულებიდან 34000 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 845.4 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა, 1 ივლისის მდგომარეობთ, 13.30% შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 44800 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.38%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1955.23 მილიონი ლარია. 35700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3144.05 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1093.78 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.45%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივლისის მონაცემებით 2050.26 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.76%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით, 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15.890 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13.75%-ში გაასესხეს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, ასევე გაცემულია 2900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 83.46 მილიონი ლარია.

„პირველი ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.64%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სალომბარდე სესხზე, ხოლო ყველაზე დაბალი – იპოთეკურ სესხებზეა. პირველი ივლისის მდგომარეობით, გააზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 13.49%-დან 14.23%-მდე. ხოლო ავტოსესხებზე შემცირებულია 16%-დან 13.75%-მდე. ეროვნული ბანკი აგრძელებს ფრთხილი, ექსპანსიური მონეტარული პოლიტიის გატარებას. ის წინა განცხადებაშიც აღნიშნავდა, რომ ფასებზე ინფლაციური ზეწოლა შერბილებულია (მიმდინარე თვეში 5.7%) და საპროგნოზო ინფლაციაც უბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს, მეტიც, მოსალოდნელია საპროგნოზო მაჩვენებლის მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირება. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ეს იძლევა მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი ნაბიჯებით შერბილებისა და ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის საშუალებას. ამ დაშვებას, მეორე მხრივ, ამყარებს ეკონომიკური ზრდის განახლებული, -5%-იანი მაჩვენებელი. რაც თავის მხრივ, ფასებზე ინფლაციური ზეწოლის კიდევ უფრო მეტად შემცირების სიგნალია. ეკონომიკის დროულად გაჯანსაღებისთვის და ეკონომიკის საწყის დონესთან ახლოს დასაბრუნებლად, სასურველია, უფრო მეტად შემცირდეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც დადებით მოლოდინებს გააჩენს ბაზრის მონაწილეებში და საინვესტიციო რისკების შემცირების სიგნალი იქნება მათთვის“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:47

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკრ

მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს 55 წელი შეუსრულდა, 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო - დავით ჭიჭინაძე

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მეხანძრე - მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო, რადგან ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი www.student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფას

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები, ხოლო გორსა და ფოთში ყველა კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.