მოზაიკა


12 და 13 მარტისთვის ღრუბლიან ამინდს და ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექს ელიან
12 და 13 მარტისთვის სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს და ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს, 12 მარტს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +17, +22; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +9, +14 გრადუსი.
მცირე წვიმა და ნისლია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +13, +18; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.
თბილისში დილის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +17 გრადუსი იქნება.
ხვალ, 13 მარტს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +18, +23; მთაში +14, +19; მაღალ მთაში +11, +16 გრადუსი.
მცირე წვიმაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +12, +17; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.
ხვალ, თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია მცირე წვიმა. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +16 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:

ძლიერი ქარის შედეგად ისანში მოგლეჯილმა ხემ 4 მანქანა დააზიანა (ვიდეო)
18 თებერვალი, 2019 , 16:46

ტიფანი ბარში ვალენტინობის დღე მაზერატის განსაკუთრებულ მოდელთან ერთად აღნიშნეს
16 თებერვალი, 2019 , 16:57

გლდანის ციხესთან ძველ სამარხში ნაპოვნი ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს
15 თებერვალი, 2019 , 14:42

“დანკინში“ ყავის გაყიდვებმა წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია
12 თებერვალი, 2019 , 13:00

„საქართველოს ელექტროსისტემა“ პროფესიონალი, დამწყები თუ თვითნასწავლი მხატვრებისთვის კონკურსს აცხადებს
7 თებერვალი, 2019 , 13:46

საქართველოში 2018 წელში მომხმარებელთა მეოთხედზე მეტმა განიცადა ინტრნეტთავდასხმები
7 თებერვალი, 2019 , 12:20