უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

11 თებერვალი, 2017 16:40
font-size

12 და 13 თებერვალს ზოგიერთ რაიონში მოთოვს

სინოპტიკოსები 12 და 13 თებერვლისთვის საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 12 თებერვალს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +1, +6; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -6, -1 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში მოთოვს. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში 0, +5; მთაში -5, 0; მაღალ მთაში -8, -3 გრადუსი.

თბილისში 12 თებერვალს დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მოსალოდნელია მცირე თოვა და ნისლი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +2 გრადუსი.

ზეგ, 13 თებერვალს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +2, +7; მთაში -4, +1; მაღალ მთაში -6, -1 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან ნავარაუდევია თოვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში -2, +3; მთაში -5, 0; მაღალ მთაში -8, -3 გრადუსი.

თბილისში 13 თებერვალს, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მოსალოდნელია მცირე თოვა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში.ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +2 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ ნალექს და ჰაერის ტემპერატურის კლებას ელიან

13 ნოემბერი, 2018 , 16:55

სინოპტიკოსები საქართველოში 14 ნოემბრისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი, თოვ-ჭყაპი. იქროლებს აღმოსავლეთის

საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს

13 ნოემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში 13 ნოემბრისთვის წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წა

საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ იწვიმებს

12 ნოემბერი, 2018 , 17:35

სინოპტიკოსები საქართველოში 13 ნოემბრისთვის წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წა

საქართველოში 12 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება

11 ნოემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში 12 ნოემბრიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 11 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქრ

საქართველოში 12 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება

10 ნოემბერი, 2018 , 17:20

სინოპტიკოსები საქართველოში 12 ნოემბრიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 11 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქრ

10 ნოემბერს თბილისში „ქუჩის მუსიკის დღე“ გაიმართება

10 ნოემბერი, 2018 , 10:40

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ორგანიზაცია - „დრონისა“ და „ქუჩის მ