უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

12 თებერვალი, 2017 09:00
font-size

12 და 13 თებერვალს ზოგიერთ რაიონში მოთოვს

სინოპტიკოსები 12 და 13 თებერვლისთვის საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს, 12 თებერვალს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +1, +6; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -6, -1 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში მოთოვს. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში 0, +5; მთაში -5, 0; მაღალ მთაში -8, -3 გრადუსი.

თბილისში 12 თებერვალს დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მოსალოდნელია მცირე თოვა და ნისლი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +2 გრადუსი.

ხვალ, 13 თებერვალს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +2, +7; მთაში -4, +1; მაღალ მთაში -6, -1 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან ნავარაუდევია თოვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში -2, +3; მთაში -5, 0; მაღალ მთაში -8, -3 გრადუსი.

თბილისში 13 თებერვალს, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მოსალოდნელია მცირე თოვა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში.ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +2 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა