საზოგადოება


12 ჰექტარზე მეტია ამ ეტაპზე დამწვარი - თორნიკე გვაზავა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 12 ჰექტარი ფართობია დამწვარი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
გვაზავას თქმით, ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს.
„ძლიერი ქარის გამო ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, რომ ლოკალიზება მოვახდინოთ. შექმნილია პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. გაკეთდა გზები, შევიყვანეთ ტექნიკა და ყველანაირი გზით ვებრძვით სტიქიას. მე ვფიქრობ, 12 ჰექტარზე მეტია ამ ეტაპზე დამწვარი ხანძრის შედეგად“, - თქვა გვაზავამ.
სატყეო სააგენტოს უფროსის ცნობით, ადგილზე 3 ვერტმფრენი მუშაობს და მაშველები თურქეთიდან კიდევ 2-ს ელოდებიან.
„სამი ვერტმფრენი მუშაობს - 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული. ასევე ველოდებით დახმარებას თურქეთიდან 2 ვერტმფრენის სახით. ქარის გამო, ალაგ-ალაგ აალებები ხდება და ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება მყისიერად ხდება“, - თქვა გვაზავამ.
უკვე მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს, ქარის გამო ხანძრის კერები განახლდა. შექმნილი ვითარების გამო პრემიერ-მინისტრის გიპორგი კვირიკაშვილის ბრძანებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.
ხანძრის ჩაქრობის სპეცოპერაცია დილიდან განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ადგილზე სხვადასხვა უწყების 500-მდე წარმომადგენელი მუშაობს, მათ შორის 300 მეხანძრე-მაშველი.
ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20