უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

13 ივნისი, 2018 17:44
font-size

12 რჩევა გამორჩეული მილიარდერებისგან

წელს გარდაიცვალა იკეა-ს დამფუძნებელი ინგვარ კამპარდი. სტატისტიკის თანახმად ის იყო ერთ-ერთი ყველზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, ზოგიერთი შეფასებით, მისი სიმდიდრე შეადგენდა 58$ მილიარდს.

კამპარდს შეეძლო ფუფუნების ნებისმიერი საგნის შეძენა, რასაც მხოლოდ თავად მოისურვებდა, მაგრამ მან ამჯობინა ცხოვრების მოკრძალებული წესის დაცვა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე.

აი რამდენიმე ჩვევა, რომლითაც მილიარდერები გამოირჩევიან სხვა მდიდარ ადამიანებისგან:

  1. 1. არავითარი საფირმო სამოსი

კამპარდი ვერ ხედავდა განსაკუთრებულ აზრს იმაში, რომ დაეხარჯა ბევრი ფული თავის გარდერობზე. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მან თქვა, რომ ურჩევნია ტანსაცმელის ყიდვა მეორადების ბაზარზე.

  1. 2. ვარცხნილობა არ უნდა იყოს ძვირფასი

ინგვარი ეკონომიას აკეთებდა არა მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ ვარცხნილობაზეც. 2008 წლის ერთ-ერთ თავის ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საპარიკმახეროს ძირითადად სტუმრობს მხოლოდ ღარიბ ქვეყნებში. ყველაზე ხშირად ის სტუმრობდა სადალაქოს ვიეტნამში.

  1. 3. ფრენა მხოლოდ ეკონომ-კლასით

მსხვილი კორპორაციები, როგორც ცნობილია, არ იშურებენ ფულად სახსრებს, როდესაც გეგმავენ ბიუჯეტს თავისი ხელმძღვანელების მგზავრობაზე, მაგრამ არა IKEA-ში.

კამარდი რეგულარულად დაფრინავდა სხვადასხვა ქვეყანაში და ყოველთვის ირჩევდა იაფიან ავიაბილეთებსა და სასტუმროებს, სანამ მოგზაურობაში იმყოფებოდა. სხვათა შორის, ჩანაწერებს გზაში ის წერდა ქაღალდის ორივე მხარეს, ისევ და ისევ ეკონომიის თვალსაზრისით.

კომპანიაში ცდილობდნენ ამგვარი ჩვევები დაენერგათ სხვა ხელმძღვანელებისთვისაც, რომლებსაც უნდა ემოქმედათ კამპარდის მსგავსად.

  1. 4. არ გამოცვალოთ საყვარელი ავტომობილი

20 წელი IKEA-ს მილიარდერი მოძრაობდა 1993 წლის გამოშვების ვოლვო-ს ფირმის მანქანით. იმ დროს, როდესაც თავდაპირველად ავტომობილი ღირდა 22 000$, ის გაუფასურდა რამდენიმე ათას დოლარამდე იმ მომენტისთვის, როდესაც კამპარდს მოუწია უარი ეთქვა მასზე უსაფრთხოების მიზნით.

ინგვარ კამპარდის გარდა გვსურს გიამბოთ სხვა ცნობილი მდიდარი ადამიანების ჩვევების შესახებ.

  1. 5. მრავალი წლის განმავლობაში საკუთარ პირველ სახლში ცხოვრება

მილიარდერი და წარმატებული ინვესტორი უორენ ბაფეტი, ორაკული ომახიდან, დღემდე ცხოვრობს იმავე სახლში, რომელიც მან შეიძინა შორეულ 1958 წელში 31 500 დოლარად. ეს არის არც თუ ისე ძვირადღირებული სახლი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანისთვის მთელ სამყაროში.

  1. 6. უბრალო გარდერობი

თქვენ ყველას, ალბათ, გეყოლებათ ნანახი მარქ ცუკერბერგი - საყოველთაოდ ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის შემქმნელი. ეს მილიარდობით დოლარის მფლობელი ყოველთვის დადის ყველაზე ჩვეულებრივ სამოსში. ეს არის რუხი ან შავი მაისური, ჯინსები და ბოტასები, ზოგჯერ მას კაპიუშონიანი ბალახონი აცვია.

  1. 7. არ მოგერიდოთ სასურსათო კუპონებით სარგებლობა

მსახიობი სარა მიშელ გელარი (ვამპირები გამანადგურებელი ბაფი) და უმცროსი-პრინცის ფრედის მეუღლე, ყოველთვის მოძებნის დაზოგვის გზას, მაშინც კი თუ ისინი შენაძენს ძვირიან მაღაზიაში ასრულებენ. თავად მსახიობის თქმით, არ არის გონივრული გადაიხადო მეტი, როდესაც ვიღაც იხდის ნაკლებს. მით უმეტეს, რომ სურსათზე ფასდაკლება აუცილებლად არ ნიშნავს ვადაგასულ პროდუქტს, არამედ, დიდ ალბათობით, მაღაზიის მარკეტინგული სვლას წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას სესხების აღების დროსაც, ბევრ სესხების შედარების კომპანიას აქვს ხოლმე აქციები და ფასდაკლებები, რომლებიც შეგიძლიათ Fulex ზე იხილოთ დეტალურად.

  1. 8. დაზოგეთ დენი და სხვა რესურსები

ინგლისი დედოფლის სახლშიც კი აქრობენ შუქსა და სანთლებს, თუ ოთახში არავინ არის. გარდა ამისა, ამბობენ, რომ სამეფო საჩუქრების გახსნის შემდეგ, სასაჩუქრე ქაღალდი კიდევ არა ერთხელ გამოიყენება.

  1. 9. გამოიყენეთ ავტომობილი, სანამ მას ბორბლები არ მოძვრება

რობერთ მორინი იყო ჩვეულებრივი ბიბლიოთეკარი ნიუ ჰემპშირის უნივერსიტეტში, რომელმაც 4$ მლნ. დაუტოვა თავის საყვარელ სასწავლო დაწესებულებას, როდესაც ის გარდაიცვალა 2016 წელს 77 წლის ასაკში. ამას ხელი შეუწყო ეკონომიის ჩვევებმა, რომლებიდანაც ერთ-ერთი იყო თავისი 1992 წლის გამოშვების პლიმუტით გადაადგილება. როგორც ჩანს, ის გააგრძელებდა თავის ავტომობილით მოძრაობას მანამ, სანამ მას არ მოძვრებოდა ბორბლები.

დიდი ალბათობით, რობერტი ხვდებოდა ავტომობილის ფლობის ნამდვილ ღირებულებას. მაგალითად, რომ ავიღოთ ახალი ავტომობილის შეძენის სიტუაციას, ბევრმა იცის, რომ ავტომობილი ბევრს კარგავს ფასში ავტოსალონიდან გამოყვანის შემდეგ.

10. არასოდეს გადაიხადოთ პარკირების საფასური

რობერტ მორინი არ არის ერთადერთი მილიონერი, რომლის შესახებ არავის სმენია თავის სამშობლოშიც კი.

აშშ-ში არსებობ ჩვეულებრივი მეეზოვის ისტორია, რომელიც ცხოვრობდა ვერმონტში და მშვიდად მოაგროვა თითქმის 8 მლნ. ქონება თავისი გარდაცვალების მომენტისთვის 2014 წელს. მისი პირადი ადვოკატმა ასე თქვა მის შესახებ, როდესაც საქმე მიდგა მემკვიდრეობის შესახებ - თქვენ ვერასდროს მიხვდებოდით, რომ ის მილიონერია. როდესაც ის ბოლოს იმყოფებოდა ჩემთან ოფისში, მან მოშორებით დააყენა მანქანა, რომ ფული არ გადაეხადა ფასიან სადგომზე.

ჩვენგან ბევრს არ უყვარს პარკირების საფასურის გადახდა, მაგრამ ზოგიერთი ახერხებს მის გამოყენებას. დაგვიჯერეთ, სრულიად არ იქნება ეკონომიურად საქმე, როდესაც თქვენ თავზე დაგატყდებათ მართლსაჯულების ხელი.

11. სწორი ინვესტიციები

ერთ-ერთმა იღბლიანმა ამერიკელმა შეძლო ვადამდე ადრე პენსიაზე გასვლა 33 წლის ასაკში იმიტომ, რომ ერთ-ერთ მშვენიერ მომენტში მის ანგარიშზე მოგროვდა 1,5$ მლნ.

თავდაპირველად მან თავის მეუღლესთან ერთად გააკეთა მცირე ინვესტიცია საბროკერო ფირმაში, ხოლო რამდენიმე წელიწადში გადაერთო უფრო წარმატებულ კომპანიებზე. საბოლოდ ახალ ბროკერებთან 5 წლის თანამშრომლობის შემდეგ, მან მიიღო დამატებით 40 000$ სარგებელი. ამ ფულით მათ თავისუფლად შეუძლიათ 2 ან 3 წელი ცხოვრება.

კვლევების თანახმად საბროკერო მომსახურების წლიური გადახდის 1% უბრალო სხვაობა შეიძლება ნიშნავდეს 80 000$ სხვაობას პენსიაზე გასვლის მომენტისთვის. ასე, მაგალითად, თუ მოახდენთ 100 000$ ინვესტირებას 5%-ში და 1% ყოველწლიური მოსაკრებლით, ხუთი წლის შემდეგ თქვენ შეიძლება გქონდეთ 320 000 $. ხოლო თუ მოსაკრებელი შეადგენს 2%, მაშინ 235 000 $. სწორი ინვესტიციების შესახებ სხვა ინფორმაციებსაც თუ გაეცნობით სასარგებლო იქნება თქვენი მომავლისათვის.

12. არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა

მდიდარი ადამიანების ნახევარზე მეტი კითხულობდა და , შესაძლოა, აგრძელებს წარმატებული პერსონების ბიოგრაფიებს კითხვას. გსურთ დაზოგოთ ფული თქვენი სიმდიდრის გზაზე? დაიწყეთ იმით, რომ მიიღოთ ასეთი წიგნები ადგილობრივ ბიბლიოთეკაში და არ შეიძინოთ ახალი. გახსოვდეთ, დეტალებია მთავარი!

უმეტეს რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან

18 ივნისი, 2018 , 15:05

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 19 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი

17 და 18 ივნისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელიან

17 ივნისი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 17 და 18 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

17 და 18 ივნისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელიან

16 ივნისი, 2018 , 16:35

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 17 და 18 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 17 ივნისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვ

მისი აღმატებულება BENTLEY

16 ივნისი, 2018 , 14:10

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იმ სამყაროში, სადაც შეუძლებელი არაფერია. საუბარია ინგლისის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაზე: მისი აღმატებულება “ბენტლი“ - სწორედ ასე მოიხსენიებენ ლეგენდარულ საავტომობილო ბრენდს, რომლის

უმეტეს რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმას ელიან

16 ივნისი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 16 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მ

უმეტეს რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან

15 ივნისი, 2018 , 16:05

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 16 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე