უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

23 იანვარი, 2020 13:15
font-size

„12 საათს გვამუშავებენ ძალიან რთულ პირობებში“ - ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რთულ სამუშაო პირობებზე საუბრობენ და ადმინისტრაციას ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას სთხოვენ.

დასაქმებულების თქმით, საწარმოში არ არის ჩართული გამწოვი სისტემა და მათ არ ურიგებენ სპეცტანსაცმელს.

„12 საათს გვამუშავებენ ძალიან რთულ პირობებში. ვითხოვთ, გაგვაცნონ კონტრაქტი, რადგან არ ვიცით, რა წერია მასში“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, რამინ მარგველაშვილმა.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.
საწარმოს ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. საწარმოს მფლობელები ინდოელი ინვესტორები არიან.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

გიორგი გახარია აჭარის საგანგებო შტაბთან შეხვედრაზე - ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი

4 აპრილი, 2020 , 17:29

ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა პირველი ზარი უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა გამოვფხიზლდეთ - რიგითი მოქალაქე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, რადგან, თუ ყველა ერთად არ დავირაზმეთ, უხი

ყველა რეგიონში ვაძლიერებთ სტაციონალურ სექტორს, ისევე როგორც ჯანდაცვის პირველად რგოლს - ეკატერინე ტიკარაძე

4 აპრილი, 2020 , 14:50

„ჩვენ გვაქვს გარკვეული გეგმა და ამ გეგმას მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. ყველა რეგიონში ვაძლიერებთ სტაციონალურ სექტორს, ისევე როგორც ჯანდაცვის პირველად რგოლს,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ

წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 74 მოქალაქემ დატოვა

4 აპრილი, 2020 , 14:15

წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 74 მოქალაქემ დატოვა. 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის შემდეგ მოქალაქეები ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ. საკარანტინო ზონაში მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის

დასავლეთ საქართველოში საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ დაცვის ასეულის 5 ჯგუფია მობილიზებული

4 აპრილი, 2020 , 12:15

ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ძირითად საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულის 5 ჯგუფია მობილიზებული, რომელიც ამერიკელი და

დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაამატა

3 აპრილი, 2020 , 12:40

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობა გაზარდა. ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალები

ზუგდიდში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს

3 აპრილი, 2020 , 12:00

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით ორი ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. მათ შორის 67 წლის მამაკაცი, რომელიც ზუგდიდის მკვიდრია. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. რაც შეეხება მეორე პ