უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
12 მაისს დევნილთა მრავალათასიანი შეკრება რუხში გაიმართება 08.05.2012 18:31

დღეს დილით პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის” წარმომადგენლებს, რომლებიც სამეგრელოში იმყოფებიან, 12 მაისს დაგეგმილ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა ათეულათასიანი შეკრების ორგანიზების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ უარი ეთქვათ აქციის ჩატარებაზე სოფელ რუხში(ზუგდიდის რაიონი).

`როგორც ახლახან გვაცნობეს პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციიდან, ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალვერ იზორიასთან და პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროს ლაშა გვასალიასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზუგდიდის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ ხელი მოაწერა განკარგულებას 12 მაისს დევნილთა შეკრებისთვის სოფელ რუხში, იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის გამოყოფის შესახებ.

12 მაისს სამეგრელოს სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში და სოფელ რუხში (ზუგდიდის რაიონი, ადმინისტრაციულ საზღვართან) გაიმართება დევნილთა ათეულათასიანი შეკრება~, _ აცნობეს `მედიანიუსს~ პარტიიდან.