უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

12 ნოემბერი, 2016 16:25
font-size

13 და 14 ნოემბერს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმას ელიან

სინოტიკოსები 13 და 14 ნოემბრისთვის ქვეყნის ზოგიერთ რაიონში წვიმას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +20, +25; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +11, +16 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +13, +18; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.

თბილისში ხვალ შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერი კი, დედაქალაქში +16 გრადუსამდე დათბება.

ზეგ, 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ზოგან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +15, +20; მთაში +12, +17; მაღლ მთაში +8, +13 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +17, +22; მთაში +12, +17; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.

თბილისში ზეგ უმეტესად უნალექო ამინდს ელიან. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი +21 გრადუსს მიაღწევს.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

უმეტეს რაიონში ხვალ ღრუბლიან ამინდს და ნალექს ელიან

21 ნოემბერი, 2018 , 15:15

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 22 ნოემბრისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვ

საქართველომ დატოვა ინტერნეტში ყველაზე მეტი თავდასხმა დაქვემდებარებული მომხმარებლების რიცხვის მქონე ქვეყნების ოცეული

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

„კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2018 წლის ივნის-სექტემბერში საქართველომ დატოვა ინტერნეტში ყველაზე მეტი თავდასხმა დაქვემდებარებული მომხმარებლების რიცხვის მქონე ქვეყნების ოცეული: ამ მაჩვ

უმეტეს რაიონში დღეს ნალექს ელიან

21 ნოემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 21 ნოემბრისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს დასავლე

უმეტეს რაიონში ხვალ ნალექს ელიან

20 ნოემბერი, 2018 , 17:20

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 21 ნოემბრისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს დასავლე

„ვენდის” ამერიკულ რესტორნებში მონატრებული პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა

20 ნოემბერი, 2018 , 14:25

„ვენდის” ამერიკულ რესტორნებში ყველასათვის მონატრებული პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა. სპეციალური რეცეპტით გამომცხვარი ქართული პურით, ყოველდღიურად ახალი ქართული ხორცით, ჩედარის ყველით, შებოლილი ბეკონით, მდოგვის პიკა

ზოგიერთ რაიონში დღეს წვიმას ელიან

20 ნოემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები დღეს დასავლეთ საქართველოში წვიმას, აღმოსავლეთში კი, უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`