უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივნისი, 2017 12:10
font-size

13 ივნისი მუდამ გაგვახსენებს აუნაზღაურებელ ადამიანურ დანაკლისს, განადგურებულ ქალაქის ცენტრს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 2 წლის წინ თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას განცხადებით ეხმიანება:

,,ორი წელი გავიდა დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დღის შემდეგ. 13 ივნისი მუდამ გაგვახსენებს აუნაზღაურებელ ადამიანურ დანაკლისს, განადგურებულ ქალაქის ცენტრს.

დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სტიქიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას.

ტრაგედიის მომდევნო დღეებმა საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმოუდგენლად მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი, კატასტროფული შედეგების აღმოსაფხვრელად თავდაუზოგავი შრომისთვის მზადყოფნა გვიჩვენა.

სამწუხაროდ, თანამოქალაქეთა დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვერაფრით შეამსბუქებს. მაგრამ განსაცდელში ერთიანობის, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ერთმანეთისა და ქვეყნისთვის გარჯის გმირული პრეცედენტები მომავლისადმი ოპტიმიზმს გვიძლიერებს.

ეს მომავალი კი უკეთესი იქნება მაშინ, თუკი ამ ტრაგედიიდან საჭირო გამოცდილებას გამოვიტანთ და ხელისუფლებისა თუ საზოგადოების ნებისმიერ ნაბიჯს, ნებისმიერ პროექტსა თუ წამოწყებას ადამიანთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უზენაესობაზე დავაფუძნებთ.’’- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვ

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესი გააცნო დღეს მედიას საარჩევნო ადმინისტრაციამ. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძ

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ,

თემირლანის საფლავთან ამომივიდნენ, აქ უნდოდათ დოლ-გარმონის გამართვა - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეს „პანკისობა 2018“-ის დღესასწაული ჩაიშალა. ამის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და ადგილობრივების მწვავე პროტეტსტი გახდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილის საფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`