არქივი
სამართალი

13 მაისს პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ 13 მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 13 მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი - დაკავებულია ჩინეთის 14 მოქალაქე - შსს
15 მაისი, 2025 , 13:19
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
15 მაისი, 2025 , 11:03
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე, 23 წლის პირი დააკავეს
14 მაისი, 2025 , 18:19
ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს
14 მაისი, 2025 , 15:04
იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე
14 მაისი, 2025 , 11:54
სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა -საია
13 მაისი, 2025 , 13:02