უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

18 მარტი, 2020 17:45
font-size

13 წამალი გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ

გაციება და გრიპი გაწუხებთ?

საუკეთესო გზა გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ ძლიერი იმუნური სისტემაა. მედიცინის დოქტორი დონალდ ფორდი ამბობს, რომ გაციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, ვებრძოლოთ მის სიმპტომებს წინასწარვე.

გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო წამლები სამ ძირითად ნაწილად იყოფა : დასვენება, ბევრი სითხის მიღება და სხეულში ელექტროლიტებისა და მარილის უზრუნველყოფა.

ფორდის თქმით, გაციებისა და გრიპის დროს „სხეული ებრძვის ვირუსს, უგზავნის მას ანტიბიოტიკებს და ცდილობს განდევნოს ინფექცია. თქვენი მოვალეობაა უზრუნველყოთ, რომ სხეულს ჰქონდეს საკმარისი სითხე, რათა ებრძოლოს ვირუსს.

რჩევები, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ თავიდან აიცილოთ გრიპი და გაციება:

დაიბანეთ ხშირად

ეს ალბათ მარტივად ჟღერს, თუმცა აუცილებელი რამ არის.

ყოველდღიურად თქვენ ხვდებით ძალიან ბევრ ადამიანს, დადიხართ სხვადასხვა ადგილას, ასე, რომ მარტივია გადაგედოთ ინფექცია.

ფორდი გირჩევთ აუცილებლად კარგად დაიბანოთ ხელები, მაშინაც, როცა უკვე ცუდად ხართ, რადგან შესაძლოა გახდეთ უარესად.

დალიეთ ჩაი

ჩაი ლიმონითა და თაფლით საუკეთესო წამალია სახლის პირობებში. ასე მომზადებულ ჩაის დადებითი ეფექტი აქვს თქვენს ყელზე და მთლიანად სხეულზეც.

თუ შესაძლებელია, ჯობს მიიღოთ ბუნებრივი ჩაი, ვიდრე მწვანე ან შავი ჩაი, არა იმიტომ, რომ ჰერბალურ შემადგენლობას რამე განსაკუთრებული ეფექტი აქვს, არამედ იმიტომ,რომ კოფეინს (რომელსაც შესაძლოა ჩაი შეიცავდეს) აქვს დეჰიდრატიული ეფექტი.

დალიეთ ყავა, მაგრამ მცირე რაოდენობით

მართალია, ყავის მიღებამ შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს თქვენს პროდუქტიულობაზე, თუმცა ეს, სავარაუდოდ, არეფექტური იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში.

მართალია, დილით ერთი ფინჯანი ყავის მიღება არ დაგაზარალებთ, თუმცა ეცადეთ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ისეთი სითხე მიიღოთ, რომელიც არ შეიცავს კოფეინს.

აღიარეთ, რომ ავად ხართ

თანამედროვე სამყაროს სენია იმისი არაღიარება, რომ ადამიანი ცუდად არის.

ეს თითქოს გარკვეულ სიამაყესთანაც არის დაკავშირებული.

იმისათვის, რომ გამოჯანმრთელდეთ, აუცილებელია აღიაროთ, რომ ავად ხართ, დაისვენოთ და მიიღოთ

საჭირო წამლები.

მიიღეთ თბილი მარილიანი წყალი

თბილი მარილიანი წყალი დადებით ეფექტს მოახდენს თქვენს ყელზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს ჰიდრატაციის პროცესს.

მიიღეთ ქათმის წვნიანი (ბულიონი)

ქათმის წვნიანის მიღებაც, სხვა დანარჩენთან ერთად, დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ გაციებას.

ფორდი ამბობს, რომ ქათმის ბულიონს ნამდვილად აქვს დადებითი ეფექტი, ხელს უწყობს ჰიდრატაციის პროცესს და, ასეც რომ არა, შეიცავს საჭირო რაოდენობით მარილს, რაც დადებითად აისახება თქვენს ყელზე.

მიიღეთ ალკოჰოლის განსაზღვრული დოზა

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ალკოჰოლური სასმელის მიღება დაეხმარება გაუმკლავდეს გაციებასა და გრიპს.

მართალია, მცირე რაოდენობით ალკოჰოლს აქვს ეს ეფექტი, თუმცა დიდი რაოდენობით სასმელის მიღებამ შესაძლოა გამოწივიოს დეჰიდრატაცია და ხელი შეგიშლოთ გამოჯანმრთელებაში.

მიიღეთ ჯანსაღი საკვები

მიიღეთ ჯანსაღი საკვები, აკონტროლეთ საკვების რაოდენობა.

თუ სხეული გიგზავნით სიგნალს, რომ საკვები სჭირდება, აუცილებად მიიღეთ საკმარისი რაოდენობის პროდუქტი.

როცა ავად ხართ, სხეულს სჭირდება ნუტრიტების რაოდენობა, რათა მან შეძლოს საჭირო პროცესების წარმართვა გამოსაჯანმრთელებლად.

მიიღეთ საკმარისი რაოდენობის ელექტროლიტები

აუცილებელია მიიღოთ ელექტროლიტები, თუმცა აკონტროლეთ რომელ ვიტამინებს მიიღებთ.

ნაკლებად ეფექტურია ვიტამინ „ცეს“ მიღება. მართალია, ბევრი სასარგებლო საკვები შეიცავს ამ ვიტამინს, თუმცა, ფორდის თქმით, არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულება, რომელიც ამ ვიტამინის სარგებლიანობაზე მიუთითებს გრიპისა და გაციების წინააღმდეგ ბრძოლისას.

ისუნთქეთ სუფთა ჰაერი

ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გახვიდეთ თოვლიან და ცივ ქუჩაში, უბრალოდ აუცილებელია მიიღოთ სუფთა ჰაერი.

ეცადეთ არ შეწყვიტოთ ვარჯიში

გაციების ან გრიპის მიუხედავად, ეცადეთ გააგრძელოთ ვარჯიში.

კარგი იქნება, თუ ვარჯიშის სესიებით ეცდებით დაუპირისპირდეთ გაციებას. თქვენს სხეულს ეს სჭირდება.

გაიკეთეთ ინგალაცია

ორთქლი და ცხელი ჰაერი დაგეხმარებათ ჰიდრატაციის პროცესის გაუმჯობესებაში.

გამოიყენეთ ატრინგენტი

მიიღეთ ხახვი. მართალია, ეს პირდაპირ არ მოკლავს ვირუსს და არ გაგათავისუფლებთ გაციებისაგან, თუმცა შესაძლოა დადებითი ეფექტი ჰქონდეს ყელზე და ასევე თავი უფრო ჯანსაღად გაგრძნობინოთ.

თუ ეს დაგეხმარებათ ნაკლებად დაღლილად იგრძნოთ თავი, მიიღეთ დღეში რამდენიმეჯერაც კი.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი