უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 თებერვალი, 2019 14:33
font-size

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ არც ერთი დეტალი არ ახსოვს.

13 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ფსიქიატრიული დაწესებულებიდან სასამართლო დარბაზში მიიყვანეს. ის მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობა რუსთავში 10 თებერვალს მოხდა. სამართალდამცველებმა 29 წლის მამაკაცი დააკავეს. 13 წლის მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 4 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანილი ათი ბავშვის საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

20 აპრილი, 2019 , 15:54

ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი ათი ბავშვის საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ზუგდიდში ერთ-ერთ ბინაში 10 ბავშვთან ერთად

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირია დაკავებული

20 აპრილი, 2019 , 13:26

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრისპირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 19 ა

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

20 აპრილი, 2019 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრა

სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცა

20 აპრილი, 2019 , 11:30

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის გათვალისწინებით, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წლის მანძილზე გამარტივებული შესყიდვით გაფორ

პოლიციამ ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

20 აპრილი, 2019 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდ

ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ფაქტები გაიზარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოში ირანიდან მარტში 1815 პირი არ შემოუშვეს, რაც წინა თვეების მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. კერძოდ, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იანვარში ირანის 576 მოქალაქეს ეთქვა, თებერვალში 564 მოქალაქეს. 2018 წელს, 12 თვის განმავლ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019