უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 თებერვალი, 2019 10:27
font-size

13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული, ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა, მოითხოვოს მუხლის გადაკვალიფიცირება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

"დაცვის მხარის მიერ არანაირი მტკიცებულებები მოპოვებული არ არის. თუკი ვინმეს საკითხი გამოიკვეთება,რომ ვინმეს გულგრილობით მოხდა ეს ფაქტი, რეაგირება დაცვის მხარეს გვექნება,"-ამბობს ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი.

29 წლის ახალგაზრდას ძმისშვილის მკვლელობისთვის ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

სამართალდამცველებმა ვალერი ირემაძისა და მოკლული ბავშვის ოჯახის წევრებიც გამოჰკითხეს.

გუშინ, რუსთავში, 13 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ბიძა დააკავეს. მან მოზარდს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

15 თებერვალი, 2019 , 22:54

დღეს, 15 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან დავაზე, შპს „მისო ბერმელის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც კ

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა

15 თებერვალი, 2019 , 13:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და დეპარტამენტის მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა გამოძიებას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგ

მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს - მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს

15 თებერვალი, 2019 , 10:40

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილის თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი

15 თებერვალი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომ

თსუ-ის მეცნიერების საქმეზე ახალი გარემოებები და უცნობი ფაქტები გამოიკვეთა -„ახალგაზრდა ადვოკატები“

14 თებერვალი, 2019 , 23:28

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსე

შსს-მ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა

14 თებერვალი, 2019 , 11:20

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ორი თანამშრომელი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,საქართველოს კანონმ