უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 აგვისტო, 2017 17:15
font-size

13 თვეა თბილისს არქიტექტურის სამსახურის უფროსი არ ჰყავს - ალექსანდრე ელისაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, წელიწადზე მეტია, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია. ამის შესახებ ელისაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ელისაშვილის თქმით, ეს საკითხი მან თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან დააყენა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„უკვე წელიწადზე მეტია თბილისს არ ჰყავს მთავარი არქიტექტორი. 2016 წლის 27 ივლისს თანამდებობიდან გაუშვეს არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი. 13 თვეა, ქალაქის არქიტექტურის სამსახურს მოვალეობის შემსრულებელი მართავს. არადა არქიტექტურის სამსახური ინტენსიურად გასცემს სამშენებლო ნებართვებს, ითანხმებს გრგ-ებს (განაშენიანების რეგულირების გეგმებს) და ამ ფონზე სამსახურის უუფროსობა, უპატრონობა რამდენად ნორმალურია? რამდენჯერმე საკრებულოში დავსვი ეს საკითხი, რამდენჯერმე პირადადაც საჯაროდ ვკითხე თბილისის მერს რატომ არ ინიშნებოდა არქიტეტურის ახალი ხელმძღვანელი, მაგრამ დუმილის გარდა პასუხი არ მომისმენია. სინამდვილეში კი ეს არის სამარცხვინო რეალობა, სამარცხვინოა და საგანგაშო როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს. თბილისის მერი კი ან ვერ ხვდება ამ პოზიციის მნიშვნელობას, ან ვერ ბედავს რომ კომპეტენტური კადრი შეარჩიოს თანამდებობაზე“,- დაწერა ელისაშვილმა.

ანა მებურიშვილი

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი