უახლესი ამბები
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 11:40ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არქივი
მოზაიკა
14 და 15 იანვარს უმეტეს რაიონში მოთოვს
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 14 და 15 იანვრისთვის ნალექს პროგნოზირებენ, უმეტესად თოვლის სახით.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 14 იანვარს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი თოვლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +8, +13; მთაში +3, +8; მაღალ მთაში -2, +3 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიან ამინდს ელიან.ნავარაუდევია ნალექი უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში 0, +5; მთაში -1, +4; მაღალ მთაში -2, +3 (ზოგან +7-მდე) გრადუსი.
თბილისში უმეტესად ღრუბლიან ამინდია მოსალოდნელი. ნავარაუდევია თოვლ-ჭყაპი და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +3 გრადუსი იქნება.
ზეგ, 15 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში კი თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +3, +8; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -4, +1 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიან ამინდს ელიან. ნავარაუდევია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში 0, +5; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -7, -2 (ზოგან +3-მდე) გრადუსი.
თბილისში უმეტესად ღრუბლიან ამინდია მოსალოდნელი. ნავარაუდევია თოვლ-ჭყაპი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +3 გრადუსი იქნება.