უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 იანვარი, 2022 13:06
font-size

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა, ამ დღეს ვულოცავ ქართული თეატრის ყველა მსახურსა და მოყვარულს - თეა წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული თეატრის დღეს ულოცავს თეატრის თანამშრომლებსა და ყველა მოყვარულს.

„14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.

მინდა, ეს დღე მივულოცო ქართული თეატრის ყველა მსახურსა და მოყვარულს.

ჩვენი სახელოვანი წინაპრები ამ თარიღს ახალ წელსა და ბედობას, ალბათ, შემთხვევით არ დაუკავშირებდნენ. მინდა, მხოლოდ სიკეთისა და წარმატებების დაბედება გისურვოთ.

„ხელოვნების მიზანი უბრალოა – მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა.“ ვინ ვინ და ამ სიტყვების ავტორმა, დიდმა კოტე მარჯანიშვილმა, ყველაზე უკეთ იცოდა, თუ რა ძნელად მისაღწევი იყო ეს „უბრალო“ მიზანი.

დღეს, პანდემიისა და სხვა არანაკლებ სერიოზულ გამოწვევათა პირობებში, ეს მიზანი კიდევ უფრო გართულებულია.

ამიტომაც, დღეს კიდევ უფრო აქტუალურია ცნობილი სიტყვები, რომელთაც, ვერიკო ანჯაფარიძის მოწმობით, თავის მოწაფეებს კოტე მარჯანიშვილი მუდმივად უმეორებდა: „გვიყვარდეს ხელოვნება საკუთარ თავში და არა საკუთარი თავი ხელოვნებაში.“

ასეთ სიყვარულსა და დიდ შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ“, – ნათქვამია თეა წულუკიანის მილოცვაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0696 ლარი გახდა

26 იანვარი, 2022 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0696 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0720 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვა

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს

26 იანვარი, 2022 , 17:09

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს. "27 იანვარს, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წევრებს და საზოგადოებას წარვუდგენ სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტებს

თბილისის მერიამ ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო

26 იანვარი, 2022 , 16:44

თბილისის მერი ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო. დედაქალაქის მერიამ აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო. კახა კალაძის თქმით, პროექტი ეტა

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

26 იანვარი, 2022 , 16:36

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ჯანდაცვი

მეტრომანები არ უქმდება - თბილისის მერია

26 იანვარი, 2022 , 16:22

თბილისის მერიის განმარტებით, მეტრომანები არ უქმდება და კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერჯერადი გადახდის საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასევე სრულად

მახსოვს მისი სიძულვილით აღსავსე მხეცის თვალები...აი ასეთი ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა - მიხეილ სააკაშვილი

26 იანვარი, 2022 , 16:10

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ და თუ თვითონ ეშინიათ გავრცელების, ტელევიზიებს და ცნობილ აქტივისტებს გადაუგზავნონ, - ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი