უკან

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2017 14:10
font-size

14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში გაჩერდებიან

თბილისის მერიამ დედაქალაქში ის 14 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ის ქუჩები დაასახელა, სადაც პირველ ეტაპზე, აღნიშნული საპილოტე პროექტი ამოქმედდება.

კერძოდ, მომავალი წლის თებერვლიდან, მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.

„პირველ ეტაპზე, თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ჩვენი ექსპერტების დახმარებით, თბილისში 14 ქუჩა შეირჩა, სადაც 2018 წლის თებერვლის ბოლოდან, სამარშრუტო ტაქსები ვალდებული იქნებიან, მგზავრთა აყვანა და ჩამოსხმა მხოლოდ მოსაცდელებზე მოახდინონ. აღნიშნული საპილოტე პროექტის, რომელიც მომავალი წლის განმავლობაში, მთელ თბილისზე ეტაპობრივად გავრცელდება, მთავარი მიზანია, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს და მეორე მხრივ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დედაქალაქის ხელოვნური საცობებისგან განტვირთვას”, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ორი თვის ვადაში, თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები დაახლოებით, 259 მოსაცდელის ორგანიზებას უზრუნველყოფენ, მათ შორის, მათი გაფართოების კუთხით, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გატარდება, რათა ავტობუსებთან ერთად, სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ საგზაო მოძრაობა არ შეაფერხოს.

„ამასთან, განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები, როგორც თბილისში დარეგისტრირებულ ოთხ სამარშრუტო კომპანიაზე, ასევე, ვთანამშრომლობთ რუსთავის მერიასთან, რომელიც რუსთავის სამარშრუტო კომპანიებთან საკითხს დაარეგულირებს”, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

მარშრუტზე მიკროავტობუსების მიერ მოძრაობის ახალი წესის ადმინისტრირებაში მერიის სამსახურებთან ერთად, საპატრულო პოლიცია მიიღებს მონაწილეობას.

„ეს მნიშვნელოვანი ინოვაციაა იმ მიმართულებით, რომ გარკვეულწილად, ის მდგომარეობა დარეგულირდეს, რომელიც დღეს თბილისში არსებობს. მომავალი წლის თებერვლისთვის, საორგანიზაციო საკითხები დამთავრდება და ნორმატიულ დოკუმენტებში აისახება, რომლის შემდეგაც, აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყება. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ პროექტის შედეგს ახლო მომავალში ყველა ერთად დავინახავთ“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, პარამეტრების ცვლილებიდან გამომდინარე, ასევე, ხუთი გაჩერების ადგილმონაცვლეობაა გათვალისწინებული.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება

24 აპრილი, 2024 , 11:57

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი