უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2018 15:05
font-size

14 წლამდე მოზარდებს დანაშაულებრივი კავშირი აქვთ 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებთან - ნათია მეზვრიშვილი

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, უწყებამ დაადგინა, რომ 14 წლამდე მოზარდების უკან 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნები დგანან. ამის შესახებ მეზვრიშვილმა IPN-ს უთხრა.

„14 წლამდე მოზარდებში დანაშაული მცირედით მომატებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში, ანუ ეს მოზარდები უფრო ხშირად სჩადიან, მაგალითად, ქურდობასა და ნაკლებად ძალადობრივ დანაშაულს. რაც შეეხება მათ მართულობას, ჩვენმა ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე მოზარდებს დანაშაულებრივი კავშირი აქვთ 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებთან, რომლებმაც ასევე იციან, რომ ამ ბავშვებს არავითარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.

სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ეს მხოლოდ და მხოლოდ შსს-ის პრობლემა არაა. ძალიან კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი, რაც უკვე დავიწყეთ. შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. მესამე შეხვედრაა დაგეგმილი ამ ჯგუფის, სადაც სახელმწიფო უწყებებმა თავიანთი ხედვები უნდა წარმოადგინონ. დღეს პრობლემაა რეფერირების მექანიზმი. ცუდად მუშაობს ეს მექანიზმი. 14 წლამდე მოზარდის მიერ დანაშაულის ჩადენის აღმოჩენის შემდეგ, გამოძიება წყდება და მორჩა, წერტილი. იმის იქით ამ ბავშვის რაიმე სარეაბილიტაციო პროგრამაში გადამისამართება არ ხდება, რომ მოხდეს მისი რესოციალიზაცია“, -თქვა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მუშაობენ იმაზე, რომ შეიქმნას სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, დანაშაულის პრევენციაზე და მეორე მხრივ, დანაშაულის ჩამდენი მოზარდის საზოგადოებაში ინტეგრაციაზე იმუშავებს.

2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც მუშაობს მხოლოდ 14 წლის ზემოთ მქონე მოზარდებზე.

ანა მებურიშვილი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0729 ლარი გახდა

4 აგვისტო, 2020 , 17:40

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0729 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0729 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 აგვისტო, 2020 , 16:35

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს, რაც გულისხმობს კომპენსაციის მიცემას ყველ იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი. როგორც საპატრიარქოს

როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი, ვიქნებით ხალხის და არა ბანკების სამსახურში, ივანიშვილის მსგავსად - გიორგი ვაშაძე

4 აგვისტო, 2020 , 16:20

დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა სესხებზე უსამართლოდ მაღალი პროცენტები. საბანკო მონოპოლიებმა ფაქტობრივად ხალხის ძარცვის ხარჯზე დაიწყეს საშინელი მოგების ჩვენება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არათუ პროგრამისტის და არათუ კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, ეს არის ძალიან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპი - მიხეილ რამიშვილი

4 აგვისტო, 2020 , 16:20

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დატოვა. ადვოკატის განაცხადებით, ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკა

ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

4 აგვისტო, 2020 , 14:50

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას დაესწრნ

უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა - ვანო მერაბიშვილი

4 აგვისტო, 2020 , 14:50

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, დღეს ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ვანო მერ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე