უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივლისი, 2018 15:40
font-size

14 წლამდე მოზარდებში გამოიკვეთა შემდეგი დარღვევები: აზარტული თამაშები, აკრძალული ნივთების ფლობა, ალკოჰოლის მოხმარების მცდელობები, თამბაქოს მოხმარება და თანხის შეგროვება - განათლების სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ინფორმაციით, 14 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებში რამდენიმე სახის დარღვევა იკვეთება, მაგალითად, აზარტული თამაშები, აკრძალული ნივთების ფლობა, ალკოჰოლის მოხმარების მცდელობა, თამბაქოს მოხმარება და თანხის შეგროვება.

ამის შესახებ გიგაურმა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ბულინგთან ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს სტრატეგია წარადგინა.

„ცალკე გამოვყავით დარღვევები, რომლებიც 14 წლამდე მოზარდებში გამოიკვეთა და ესენია - აზარტული თამაშები და ეს ეხება როგორც კომპიუტერულ თამაშებს, ასევე ბანქოს, ასევე გამოიკვეთა აკრძალული ნივთების ფლობა, ალკოჰოლის მოხმარების მცდელობები და თამბაქოს მოხმარება, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა თანხის შეგროვების, იყო ასევე მოსწავლეთა შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების 1 და 2 შემთხვევა, თუმცა ამ ფაქტების შემდეგ მშობლებმა სკოლებში მოიტანეს ცნობები, რომ აბები, რომელსაც ბავშვები ფლობდნენ, ექიმის მიერ იყო დანიშნული. მოცემული გვაქვს ასევე ინვენტარის დაზიანების შემთხვევები. ყველა შემთხვევა, რომელზეც მე ვსაუბრობ, სკოლის პერიმეტრის შიგნით, ან სკოლის ეზოში არის დაფიქსირებული“, - აღნიშნა გიგაურმა.

თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

14 ნოემბერი, 2025 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო. დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის&l

საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს

14 ნოემბერი, 2025 , 15:54

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულებმა – მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა, რომლებმაც აქციების დროს ძალადობრივი დანაშაული აღიარეს და საპროცესო გარიგებას მოაწერეს ხელი, საპატიმრო დაწესებულე

15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

14 ნოემბერი, 2025 , 15:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმაც, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა

14 ნოემბერი, 2025 , 15:27

ყველა საეტაპო ძეგლზე როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები სცვივა - ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რ

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

14 ნოემბერი, 2025 , 15:03

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს უმასპინძლებს. 4 მატჩში მოპოვებ

საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს

14 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფ