უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 აგვისტო, 2019 12:53
font-size

15 დაზარალებულ ოჯახს დიდ დიღომში ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა - კახა კალაძე

15 დაზარალებულ ოჯახს დიდ დიღომში, IV მ/რ-ის N2-ში საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება და საკუთრებაში, რამდენიმე დღეში, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ, დაახლოებით 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ საცხოვრებელ ფართს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემს.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ადამიანები საკმაოდ ბევრი გვყავს - 3000 ოჯახამდე. მე მათ დავპირდი, რომ პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში იდგა, იქნებოდა მოგვარებული და ჩვენ უკვე დავიწყეთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს ადამიანები დაკმაყოფილებული იყვნენ საცხოვრებელი ფართებით. ათეული, ოცეული წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ელოდებიან საცხოვრებელ ფართებს და პრობლემას წარმოადგენდა. დღეს ჩვენ გამარჯვებული კომპანია გვყავს. გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა დიდ დიღომში, IV მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 774 კვ. მ მიწის ნაკვეთზეა საუბარი.

გამარჯვებული კომპანია გახლავთ სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“, რომლემაც 60 დაზარალებული ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს. საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს თეთრი კარკასის მდგომარეობაში. გამარჯვებული კომპანიის შეთავაზება 5%-ით აღემატება სხვა დაინტერესებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფართის ოდენობას.

კიდევ ერთი სიახლე გვაქვს: 15 დაზარალებულ ოჯახს დიდ დიღომში, IV მ/რ-ის N2-ში დაუკანონდებათ საცხოვრებელი ფართები და მათ რამდენიმე დღეში გადაეცემათ საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად და მინდა მივულოცო ამ ოჯახებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

19 თებერვალი, 2020 , 17:45

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა სახელოვნებო, ასევე ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგ

ქართულ მრავალხმიანობასა და ქართული სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

19 თებერვალი, 2020 , 17:45

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, რაც ხელს შეუ

უმუშევრობა 10.9%-მდე შემცირდა - რატომ და ვის თვლის საქსტატი დასაქმებულად?

19 თებერვალი, 2020 , 17:35

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.9%-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო. მეტიც, ეს ს

მედიაციის ინსტიტუტის შექმნა მნიშვნელოვანი მიღწევაა ბიზნესისთვის ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად - მიხეილ დაუშვილი

19 თებერვალი, 2020 , 16:50

მედიაციის კანონი და მედიატორთა ასოციაციის დაფუძნება მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად - განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა სსიპ „საქართველოს მედიაატორთა

ისნის რაიონში ახალი გზის მოწყობა დასრულდა

19 თებერვალი, 2020 , 16:07

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში მოწყობილი ახალი გზა დაათვალიერა, რომელიც დავითაიას ქუჩას და მერვე ლეგიონის დასახლებასთან მდებარე მთისძირის ქუჩას აკავშირებს. თბილისის მერის კ

დასუფთავების მოსაკრებელს იურიდიული პირი უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე ფიზიკური პირი, რაც, ვფიქრობ, არასამართლიანია - კახა კალაძე

19 თებერვალი, 2020 , 15:35

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობის დაწყება დაავალა. კახა კალაძე უსამართლობას უწოდებს იმას, რომ ფიზიკური პირები იურიდიულ პირ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`