უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

8 აგვისტო, 2023 09:29
font-size

15 წელი გავიდა, რუსული ოკუპაცია რჩება, ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება - ვოლოდიმირ ზელენსკი

7 აგვისტო, ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვება ამ ომში გულისხმობს სხვა ქვეყნების გადარჩენას იმისგან, რასაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გადიან. მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვიან.

„15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია რჩება, ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება. უკვე ბევრი სიტყვა ითქვა, რომ 2008 წელს მსოფლიო პრინციპული რომ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. მაშინ უკვე რუსეთს უნდა გაეცნობიერებინა, რომ აგრესორი აგრესიაში ყველაზე დიდ ფასს იხდის. ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ახლა. როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაფართოებას, არამედ გადაარჩენს სხვა ქვეყნებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენი გამარჯვება ყველას დაუბრუნებს ნორმალურობას. ეს დაასრულებს რუსეთის ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას, განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვიან. გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება - ურსულა ფონ დერ ლაიენი

10 ივნისი, 2024 , 09:41

ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. “ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი : უმრავლესობა ძლ

პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით - თეთრი სახლი

10 ივნისი, 2024 , 08:41

შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას იდგნენ საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, - ამის შესახებ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შ

საფრანგეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

10 ივნისი, 2024 , 08:22

საფრანგეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მიზეზი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებია, სადაც იზეზი მაკრონის კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა. არჩევნები 30-6 ივლისს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს

7 ივნისი, 2024 , 07:48

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. შესაბამისი განცხადება აშშ-

საქართველოში მიღებული კანონის გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას, არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არამხოლოდ რიტორიკა - მეთიუ მილერი

6 ივნისი, 2024 , 11:36

არა უმეტეს ორი კვირის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ, საქართველოში მიღებული კანონის გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას. არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არამხოლოდ რიტორიკა, – ამის შესა

ბიძინა და მისი გარემოცვა ყველაფერს გააკეთებს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს - ვიოლა ფონ კრამონი

5 ივნისი, 2024 , 14:35

მომავალ არჩევნებზე გაყალბების დონე წარმოუდგენლად მაღალი იქნება, - წერს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. "ქ“ქართული ოცნებისთვის” ყველაზე საშიში არჩევნებში დამარცხებაა. ამის გამო ბიძინა [ივან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი