უკან

კონფლიქტის ზონა

7 მარტი, 2018 15:30
font-size

150 უგზო-უკვლოდ დაკარგული გვყავს, თუმცა ამის პოლიტიზირებას არ ვახდენთ - ანატოლი ბიბილოვი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხს ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი გამოეხმაურა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, გადმოცემამდე უნდა ჩატარდეს ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დროს მოითხოვს.

„მშვენივრად ხვდებით, რომ ცხედრის გადმოცემისთვის საჭიროა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ეს მიღებულია ევროპაშიც და ამერიკაშიც. მაგალითად, იმავე საქართველოში სასამართლო ექსპერტიზაზე მიდის მინიმუმ ერთი თვე. არავინ არ ამბობს, რომ ტატუნაშვილის ცხედარი არ უნდა იყოს გადაცემული, თუმცა ასეთი პოზიცია ასევე აქვს ჩვენს საზოგადოებას, რადგან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჩვენთან 150 ადამიანი მიიჩნევა, რომლის ბედზე მათმა ახლობლებმა არაფერი არ იციან. თუმცა ამისგან პოლიტიკას არ ვქმნით“, -თქვა ბიბილოვმა.

ბიბილოვმა დაამატა, რომ ოსური მხარე შიშობს, რომ ცხედრის გადმოცემით სასამართლო ექსპერტიზის გარეშე ისინი უფრო მეტ ნეგატივს მიიღებენ, ვიდრე ახლა.

„მოგვეცით საშუალება, ყველაფერი კანონის მიხედვით გავაკეთოთ“, -თქვა ბიბილოვმა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა 22 თებერვალს ახალგორის რაიონში საქართველოს სამი მოქალაქე : არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ქართული მხარისა და უშუალოდ ტატუნაშვილის მოთხოვნის მიუხედავად, ცხედრის გადმოცემა ამ დრომდე არ მომხდარა.

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო მთავარი თემა ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილება - ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების

მზად ვართ თბილისთან დისკუსიებისთვის, თუკი ხელს მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიარებენ სამხრეთ ოსეთს - ანატოლი ბიბილოვი

20 სექტემბერი, 2018 , 13:15

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოსური მხარე მზადაა დისკუსიისთვის თბილისთან იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს კეტავს

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა აცხადებს, აღნიშნული დაკავშირებულია საზეიმო ღონისძიებებთან, რომელიც ცხინვალში გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის დაარსებ

ერგნეთში შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წაემომადგენლებმა ჩაშალეს

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს - სუს-ი

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრ

ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე

13 სექტემბერი, 2018 , 11:00

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`