უახლესი ამბები
- 16.01.2021 11:35კახეთის პოლიციამ სამი პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
- 16.01.2021 11:35ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- 16.01.2021 11:08დღის კალენდარი _ 16 იანვარი
არქივი
მოზაიკა


16 და 17 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 16 და 17 დეკემბრისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +5, +10; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია ნავარაუდევი, მთაში თოვლის სახით და ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +4, +7; მაღალ მთაში -4, +1 გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +11 გრადუსი იქნება.
ხვალ, 17 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +6, +11; მაღალ მთაში +2, +7 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ნალექი, მთაში თოვლის სახით და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +3, +8; მთაში +3, +8; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +6 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში
9 იანვარი, 2021 , 11:59

რა იწვევს ვარიკოზს?
4 იანვარი, 2021 , 17:40

ვთამაშობთ ჭადრაკს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge -ს ახალი პროექტი
28 დეკემბერი, 2020 , 15:57

BENTLEY MOTORS წარადგენს განვითარების ახალ სტრატეგიას BEYOND100
2 ნოემბერი, 2020 , 19:56

BENTLEY MOTORS წარმოგიდგენთ ახალ 8 ცილინდრიან FLYING SPUR
22 ოქტომბერი, 2020 , 21:49
ბენტლის შესრულებაზე ფოკუსირებული ჩვენება გუდვუდში SPEEDWEEK-ზე
21 ოქტომბერი, 2020 , 16:20